როგორც ჰიდრო, ისე ალტერნატიული ენერგორესურსების დიდი ნაწილი ასათვისებელია

როგორც ჰიდრო, ისე ალტერნატიული ენერგორესურსების დიდი ნაწილი ასათვისებელია

საქართველოს ჰიდრო, ისევე როგორც ალტერნატიული ენერგეტიკული რესურსების დიდი ნაწილი არის ასათვისებელი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, სადაც ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალის 26-ე შეხვედრა მიმდინარეობს. დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოში აღნიშნული მინისტრიალის ჩატარების ორგანიზატორებს და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებების საქართველოში ჩატარება ყველასთვის სასიხარულოა. "ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის და ეკონომიკური კავშირების გამყარება და შემდგომი გაღრმავება. თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში კი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რაც რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს", - განაცხადა ქუმსიშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა ენერგო ინფრასტრუქტურაში, როგორც არსებულის რეაბილიტაციაში, ასევე ახლის მშენებლობაში. "ყოველივე ეს მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის, ასევე დამატებითი კერძო ინვესტიციების მოზიდვისთვის ამ სფეროში", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა მისივე თქმით, მხოლოდ დღეს არსებული დადგმული სიმძლავრეებიდან უკვე ლიცენზირებულ სიმძლავრეებამდე რომ მივიდეთ, საქართველოში 7 მილიარდი დოლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს. "რაც ნიშნავს, რომ საშუალოდ შემდგომი 10 წლის განმავლობაში უკვე არსებულ კონტრაქტებში ჩვენ ყოველწლიურად საშუალოდ 700 მილიონი დოლარის ინვესტიცია გვექნება", - განაცხადა ქუმსიშვილმა. მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, საქართველოს ჰიდრო, ისევე როგორც ალტერნატიული ენერგეტიკული რესურსების დიდი ნაწილი არის ასათვისებელი და შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი სრულად არ არის გამოყენებული. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, განსაკუთრებით აღსანიშნავია "შავი ზღვის ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის" მშენებლობა, რაც საშუალებას აძლევს ქვეყანას ჩაერთოს ერთიან ენერგეტიკულ სისტემაში და ელექტროენერგიით მოამარაგოს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც.
გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

18 აგვისტო, 2018

კურორტ გუდაურში იტალიური კომპანია ტექნო ალპინი ხელოვნური გათოვლიანების უახლეს სოსტემას დაამონტაჟებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. ხელშეკრულებას ხელი კომპანიასა და მთის კურორტების...