მდინარე ბჟუჟზე ნაპირდამცავი გაბიონი ეწყობა

მდინარე ბჟუჟზე ნაპირდამცავი გაბიონი ეწყობა

ბაქრაძის ქუჩაზე, მდინარე ბჟუჟის ნაპირდამცავი გაბიონის სამუშაოები განახლდა. განახლებული სამუშაოები ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ, საკრებულოს დეპუტატმა ლევან თოიძემ და ქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა მერაბ წივწივაძემ მოინახულეს. ხსენებული ქუჩის მობინადრეების სახლებსა და საკარმიდამო ნაკვეთებს ადიდებული მდინარე გამუდმებით საფრთხის ქვეშ აყენებდა. სამუშაოების დროებით შეჩერების მიზეზი პროექტში ცვლილებების შეტანა გახლდათ. "ვერ დავუშვებ, რომ სამუშაოები ზედაპირულად შესრულდეს, ამიტომ ვამჯობინებ, პროექტი ცოტათი დროში გაიწელოს და ხარისხიანი გამოვიდეს. მინდა, მოსახლეობამ თავი დაცულად იგრძნოს და უსაფრთხო და მოწესრიგებულ გარემოში იცხოვროს", - აღნიშნა ქალაქის მერმა. 698 677 ლარის ღირებულების პროექტს, რომელიც ხელშეკრულების პირობების თანახმად 2016 წელს უნდა დასრულდეს, უცხოური საწარმოს ფილიალი "ინშაათ საქართველო" ასრულებს.
ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

17 აგვისტო, 2018

მიმდინარე წლის 20 აგვისტოს დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ქალაქ რუსთავში კერძოდ, VII, VIIა, VIIბ, VIII მიკრორაიონებს, ლომოურის ქუჩას, ლომოურის გასავლელს, შარტავას გამზირის №4-ს, მელიქიშვილის I და VII გასავლელებს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ...