NDI: თბილისელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი გარემოს დაბინძურებაა

NDI: თბილისელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი გარემოს დაბინძურებაა

NDI-ს კვლევის მიხედვით თბილისელების 43%-ისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოს დაბინძურებაა. კითხვაზე, რა არის კათელიმოწყობასთან ან ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც თქვენს ქალაქს აწუხებს, თბილისელთა 43%-მა გარემოს დაბინძურება დაასახელა. გამოკითხულთა 31% ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი გზებს უკავშირდება, 27%-სთვის კი საგზაო მოძრაობაა. გამოკითხულთა 23% ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურულ საკითხად პარკირებას ასახელებს, ხოლო თბილისელთა 20% სუფთა ქუჩები არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი. რაც შეეხება პარკირებასა და გამწვანებას, აღნიშნულ საკითხს ყველაზე მნიშვნელოვნად გამოკითხულთა 20% ასახელებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს კი 30%. გამოკითხულთა 17%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკიტხი, რომელიც კეთილმოწყობას და ინფრასტრუქტურას უკავშირდება უსახლკარო ცხოველებს ეხება, 12 %-სთვის კი აღნიშნული საბავშვო ბაღების ხელმისაწვდომობაა. გამოკითხულთა 10% ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც თბილისში კეთილმოწყობას და ინფრასტრუქტურას უკავშირდება კანალიზაციაა, ხოლო 9%-სთვის კი ნაგვის შეგროვება. NDI-ის კვლევა 2015 წლის აგვისტოს შედეგებს ეყრდნობა, გამოკითხვა 8 აგვისტოდან 10 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა, სულ 4448 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი პლიუს-მინუს 3%-ია.
ჯიპიაის "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი" და სპეციალური შეთავაზება ღვინის მარნებს

ჯიპიაის "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი" და სპეციალური შეთავაზება ღვინის მარნებს

21 ივნისი, 2018

"ჯიპიაი ჰოლდინგმა" მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კიდევ ერთი სოციალური პროექტი დაიწყო - "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი", რომელიც გასული წლის "მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშწყობის პროგრამის"...