ტიანძინში, პორტის საწყობის აფეთქების შედეგად 85 ადამიანი დაიღუპა

ტიანძინში, პორტის საწყობის აფეთქების შედეგად 85 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთის საპორტო ქალაქ ტიანძინში, პორტის საწყობის აფეთქების შედეგად, სადაც ციანიდისა და ციანიდური მჟავის შემცველი ქიმიური ნივთიერებები ინახებოდა, 85 ადამიანი დაიღუპა,-აღნიშნულის შესახებ უცხოური პრესა წერს. პეკინის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივმა სამაშველო ძალებმა, მომხდარი აფეთქებიდან 3 კილომეტრის რადიუსით, ყველას ევაკუირება მოახდინა, რასაც უარყოფენ ოფიციალური პირები. ტიანძინის ხელისუფლების სპიკერი, გონგ ჯიანშენი აღნიშნულ ინფორმაციას - მცდარ ინფორმაციას უწოდებს. ერთ-ერთმა აფეთქებამ, რომლის სიძლიერე 20 ტონა ტროტილის ეკვივალენტზე მეტი იყო, 700-ზე მეტი ადამიანი დააშავა, ხოლო ათასობით - უსახლკაროდ დატოვა.
სტუდენტებისთვის საუკეთესო ქალაქების რეიტინგში პირველი ადგილი ლონდონმა დაიკავა

სტუდენტებისთვის საუკეთესო ქალაქების რეიტინგში პირველი ადგილი ლონდონმა დაიკავა

10 მაისი, 2018

რეიტინგის შედგენისას ანალიტიკოსებმა გაითვალისწინეს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ქალაქში მსოფლიოში მოწინავე სასწავლებლების რაოდენობა, სტუდენტების საერთო რაოდენობაში უცხოელთა წილი, ტოლერანტობა, ქალაქში მუზეუმების რაოდენობა, ქალაქის...