ევროკავშირი საქართველოს ავიაციის სისტემის განვითარებისთვის მილიონ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი საქართველოს ავიაციის სისტემის განვითარებისთვის მილიონ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სისტემის განვითარებისთვის მილიონ ევროს გამოყოფს. აღნიშნულს ითვალისწინებს პროექტი, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ევროპული რეგულაციების დასანერგად დაიწყო. პროექტი ხორციელდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ერთიანი საჰაერო სივრცის შეთანხმების საფუძველზე და საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროგრამის ფარგლებში ავსტრიისა და ხორვატიის საავიაციო ხელისუფლებებთან თანამშრომლობით. პროექტის ოფიციალურ გახსნაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე. პროექტის გახსნას ასევე დაესწრნენ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი, გურამ ჯალაღონია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობის საოპერაციო განყოფილების უფროსის მოადგილე სტეფან სტორკი და ავსტრიის საპატიო კონსული საქართველოში, ევა ბერგერი. საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროგრამა, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის საკანონმდებლო რეგულაციების დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან (დამტკიცებული ბიუჯეტით 1,23 მილიონი ევრო) მიზნად ისახავს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სისტემისთვის ევროპული სტანდარტების გაცნობასა და საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის სისტემურ გაუმჯობესებას, რაც საბოლოო ჯამში სამოქალაქო ავიაციის სისტემის უსაფრთხოებასა და დაცულობას უზრუნველყოფს. 21 თვის განმავლობაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ითანამშრომლებს ავსტრიის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ხორვატიის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს კონსორციუმთან შემდეგი ძირითადი აქტივობების განხორციელების მიზნით: • ევროკავშირის საავიაციო კანონმდებლობის შესაბამისად განახლებული რეგულაციების იდენტიფიცირება; • განახლებული ევროპული სამოქალაქო ავიაციის მოთხოვნების შესაბამისად, სამართლებრივი მექანიზმებისა და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების ჩამოყალიბება სწრაფი დანერგვის პროცედურის უზრუნველსაყოფად (რეგულაციები, ბრძანებები, ალტერნატიული წესების შესაბამისობა, გზამკვლევის მასალები და სერტიფიცირების სპეციფიკაცია), რაც საშუალებას მისცემს საქართველოს, იმოქმედოს დროულად და ეფექტურად; • პროგრესის მონიტორინგის განგრძობადი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც დააკვირდება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს აქტივობებს, აგებული იქნება გამჭვირვალე და ფოკუსირებულ მაჩვენებლებზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს კონცეფციების, რეგულაციების, პოლიტიკისა და პროცედურების ეფექტური განხორციელება მათი დამტკიცების შემდგომ. პროექტის მთავარი კომპონენტებია, ავიაციის სააგენტოსათვის პროცედურებისა და სახელმძღვანელოების თანმიმდევრული სისტემის განვითარება და მისი თანამშრომელთა შესაძლებლობების განვითარება. გათვალისწინებულია, რომ მოწვეული ექსპერტები ავსტრიიდან და ხორვატიიდან ჩაატარებენ ტრენინგებს ავიაციის სააგენტოს თანამშრომელთათვის, როგორც საზღვარგარეთ სასწავლო ვიზიტების, აგრეთვე საქართველოში ჩატარებული სემინარებისა და ვორქშოპების სახით.
ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

3 საათის წინ

მიმდინარე წლის 20 აგვისტოს დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ქალაქ რუსთავში კერძოდ, VII, VIIა, VIIბ, VIII მიკრორაიონებს, ლომოურის ქუჩას, ლომოურის გასავლელს, შარტავას გამზირის №4-ს, მელიქიშვილის I და VII გასავლელებს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ...