ადამიანის მსგავსი რობოტი PEPPER-ის პირველი ათასი ცალი მოდელი ერთ წუთში გაიყიდა

ადამიანის მსგავსი რობოტი PEPPER-ის პირველი ათასი ცალი მოდელი ერთ წუთში გაიყიდა

იაპონიაში ერთი წუთის განმავლობაში, რობოტი Pepper-ის პირველი ათასი ცალი მოდელი გაიყიდა, რომლებსაც, კომპანიის ინფორმაციის მიხედვით, ემოციის გაგების უნარი აქვს. ერთი რობოტი დაახლოებით 1,8 ათასი დოლარი ღირს. რობოტი პეპერის პირველი პარტია, რომელიც 1000 ცალი მოდელისაგან შედგებოდა, თავსუფალ გაყიდვაში გაუშვეს და ერთი წუთის განმავლობაში მთლიანად გაიყიდა, - აღნიშნულის შესახებ კომპანია SoftBank Robotics Corp წერს. რობოტი პეპერი, კომპანია Aldebaran Robotics SAS-თან თანამშრომლობითაა დამზადებული და საუბრის, ადამიანის ემოციის გაგების, მის ხასიათსა და შეხებაზე რეგირებისა და უბრალო დავალებების შესრულების უნარი აქვს, - აღნიშნულის შესახებ რობოტის დეველოპერები იუწყებიან. "ამ რობოტს შეუძლია, ადამიანის სახის გამომეტყველების შესაბამისად, სხვადასხვა მდგომარეობაში იმყოფებოდეს", - ყვება კომპანია Softbank-ის პრეზიდენტი სონ მასაიოში (Son Masayoshi) პრესკონფერენციაზე, რომელიც გაყიდვების დაწყებამდე გაიმართა. კომპანიის პრეზიდენტის განცხადების მიხედვით, ანდროიდს შეუძლია გაახალისოს ადამიანი, იყოს აქტიური და ხანდახან თავი მარტოდაც კი იგრძნოს.  
კომპანია Alibaba ხელოვნური ინტელექტის ჩიპების შექმნაზე მუშაობას დაიწყებს

კომპანია Alibaba ხელოვნური ინტელექტის ჩიპების შექმნაზე მუშაობას დაიწყებს

19 სექტემბერი, 2018

ჩინური გიგანტი კომპანია Alibaba 2019 წლისთვის შვილობილ კომპანიას შექმნის, რომელიც ჩიპების, ხელოვნური ინტელექტის ელემენტებისა და კვანტური პროცესორების შექმნაზე იქნება ორიენტირებული. ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას თავად კომპანია...