ყაზახეთში ერთი თვის მანძილზე 120 ათასი ანტილოპა დაიხოცა

ყაზახეთში ერთი თვის მანძილზე 120 ათასი ანტილოპა დაიხოცა

ყაზახეთში, ეროვნული მონიტორინგის ფარგლებში, ცნობილი გახდა, რომ ანტილოპების მთლიანი რაოდენობა (250,000) ერთ თვეში განახევრდა. წინასწარი მონაცემებით, კატასტროფა გარემო და ბიოლოგიური ფაქტორებითაა გამოწვეული. ყაზახეთის თხოვნით, შემთხვევის ადგილზე ველური ცხოველების კვლევის ორგანიზაციამ ერთი კვირის განმავლობაში იმუშავა. ექსპერტები ინგლისიდან საკვებისა და სასოფლო მეურნეობის ორგანიზაციიდანაც იყვნენ მიწვეულები. მკვლევარების ინფორმაციის თანახმად, გავრცელებულია ბაქტერია, რომელიც შესაძლოა, სხვა სახეობებსაც შეეხოს, რადგან ცხოველების იმუნური სისტემა ვირუსს ვერ უძლებს. აღარ ჭამენ საკვებს და რამდენიმე საათში იღუპებიან. ექსპერტების მოსაზრებით, ცხოველების მუდმივი მონიტორინგი აღნიშნულ ფაქტებს შეამცირებს. antilopaerti
დონალდ ტრამპი OPEC-ისგან ნავთობზე ფასების შემცირებას მოითხოვს

დონალდ ტრამპი OPEC-ისგან ნავთობზე ფასების შემცირებას მოითხოვს

15 საათის წინ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა OPEC-სგან ნავთობზე ფასების შემცირება მოითხოვა. ამის შესახებ იგი თავის ოფიციალურ ტვიტერზე წერს. "ჩვენ ვიცავთ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს. ისინი ჩვენ გარეშე უსაფრთხოდ დიდხანს არ იქნებიან და მიუხედავად ამისა...