ახალი ანდროიდი, აპლიკაციებზე წვდომას თითის ანაბეჭდის საშუალებით მოახდენს

ახალი ანდროიდი, აპლიკაციებზე წვდომას თითის ანაბეჭდის საშუალებით მოახდენს

ახალი ანდროიდი, რომელსაც Android M ერქმევა, მომხმარებელს, აპლიკაციებით სარგებლობის საშუალება, თითის ანაბეჭდის ამომცნობი სენსორის საშუალებით შეეძლება, - აცხადებს საინფორმაციო სააგენტო BuzzFeed. კომპანია გუგლი, სავარაუდოდ, ახალ ფუნქციას თავის ყოველწლიურ Google I/O კონფერენციაზე წარადგენს, რომელიც 28-29 მაისს, სან ფრანცისკოში გაიმართება. პაროლის ნაცვლად, თითის ანაბეჭდით სარგებლობა, არა მხოლოდ სწრაფი, არამედ უფრო უსაფრთხოც იქნება. თითის ანაბეჭდის ამომცნობს, თითის ანაბეჭდის სენსორი დასჭირდება. ამ ეტაპზე, ანდროიდის არც ისე ბევრი ვერსიაა, რომლებსაც აღნიშნული სენსორი გააჩნია. ეს მოდელებია - Samsung Galaxy Note 4, S6/S6 Edge და HTC One Max. თუმცა, კომპანიის განცხადების მიხედვით, ეს პრობლემა მალე მოგვარდება. თითის ამომცნობი სენსორი, თავდაპირველად, მხოლოდ Nexus 6-სთვის იყო დაგეგმილი, თუმცა, გუგლმა ბოლო წუთს გადაიფიქრა, რადგან პირველი კლასის მომწოდებელი კომპანია არ ყავდა. გარდა იმისა, რომ სენსორული თითის ანაბეჭდი, პაროლებს ჩაანაცვლებს, ანაბეჭდების გამოყენება მობილურ გადახდებშიც შესაძლებელი იქნება.
ბილაინმა ახალ მაღაზიაში, პეკინის გამზირზე Huawei-ს ტელეფონის შეძენაზე სპეციალური შეთავაზება წარადგინა

ბილაინმა ახალ მაღაზიაში, პეკინის გამზირზე Huawei-ს ტელეფონის შეძენაზე სპეციალური შეთავაზება წარადგინა

18 ივლისი, 2018

მობილურმა ოპერატორმა "ვიონი საქართველო", (ბრენდი ბილაინი) პეკინის გამზ. 17-ში, ბილაინის ახლადგახსნილ მაღაზიაში Huawei-ს ტელეფონის შეძენაზე სპაციალური შეთავაზების თაობაზე განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია"ბილაინი" ავრცელებს. 16...