კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის ლიცენზია 25 000 ლარი ეღირება

კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის ლიცენზია 25 000 ლარი ეღირება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ინიციატივით, შესაძლოა ქვეყნიდან კანაფის ექსპორტი სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით ნებადართული გახდეს. უწყებამ კანონპროექტი მინისტრთა კაბინეტს უკვე წარუდგინა, თანხმობაც მიიღო და საკანონმდებლო ორგანოშიც გადააგზავნა. 

შსს-ს წარმოდგენელი კანონპროექტის მიხედვით, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის.

კერძოდ:

"მუხლი 1. "სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 29-ე პუნქტი:

"29. მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის ლიცენზია:

• სამედიცინო მიზნით მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების ლიცენზია - 25 000 ლარი;

• სამრეწველო მიზნით მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების ლიცენზია - 25 000 ლარი;

• სამედიცინო მიზნით მცენარე კანაფის გადამუშავების ლიცენზია - 25 000 ლარი;

• სამრეწველო მიზნით მცენარე კანაფის გადამუშავების ლიცენზია - 25 000 ლარი;

• მცენარე კანაფის/გადამუშავებული მცენარე კანაფის ან/და მისგან დამზადებული პროდუქციის გადაზიდვის ლიცენზია - 25 000 ლარი;

• მცენარე კანაფის შემცველი პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის წარმოების ლიცენზია - 25 000 ლარი;

• მცენარე კანაფის შემცველი ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების ლიცენზია - 25 000 ლარი;

• სამედიცინო მიზნით გადამუშავებული მცენარე კანაფის ან/და მცენარე კანაფის შემცველი ფარმაცევტული პროდუქციის ექსპორტის ლიცენზია - 25 000 ლარი;

• სამრეწველო მიზნით გადამუშავებული მცენარე კანაფის ან/და მცენარე კანაფის შემცველი პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის ექსპორტის ლიცენზია - 25 000 ლარი;

• სამრეწველო ან/და სამედიცინო მიზნით მცენარე კანაფის თესლის ან/და ნერგის იმპორტის ლიცენზია - 25 000 ლარი. "

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან", - ნათქვამია კანონპროექტში. დაუჭერენ თუ არა მხარს დეპუტატები შსს ინიციატივას, ეს მოგვიანებით გაირკვევა.

არველაძე: ექსპორტის ზრდას ხელს უწყობს მთავრობის გადაწყვეტილებები ექსპორტის დივერსიფიკაციის მხრივ

არველაძე: ექსპორტის ზრდას ხელს უწყობს მთავრობის გადაწყვეტილებები ექსპორტის დივერსიფიკაციის მხრივ

2 საათის წინ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტი განაგრძობს ზრდას და ხდება საექსპორტო ბაზრებზე მისი დივერსიფიკაცია. "მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტი იზრდება...