ევროკავშირმა უკრაინისთვის 1 მილიარდი ევროს მოცულობის ტრანში გამოყო

ევროკავშირმა უკრაინისთვის 1 მილიარდი ევროს მოცულობის ტრანში გამოყო

უკრაინის ხელისუფლებამ და ევროკავშირმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც, კიევისთვის მორიგი ტრანში გამოიყოფა, რომლის მოცულობაც 1 მილიარდი ევროა.

"დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს. პირველი დოკუმენტი - ეს არის საკრედიტო შეთანხმება უკრაინასა და ევროკავშირს შორის, რომელიც მეოთხე მაკროფინანსურ დახმარებას წარმოადგენს და მისი მოცულობა მილიარდი ევორა. მეორე - ეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრ პოროშენკომ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრანში ორ ნაწილად გაიყოფა. პირველი 500 მილიონი ევრო უკრაინას მიმდინარე წლის შემოდგომაზე გადაერიცხება, ხოლო მეორე 500 მილიონი ევრო - 2019 წლის გაზაფხულზე.

კიევისა და ბრიუსელის მიერ გაფორმებული მემორანდუმი რიგით მეოთხეა. წინას ხელი 2015 წელს მოეწერა, ხოლო მისი მოცულობა 1,8 მილიარდი ვერო იყო, თუმცა უკრაინამ, აღნიშნული თანხიდან მხოლოდ 1,2 მილიარდი ევრო მიიღო, ვინაიდან ქვეყანამ არ შეასრულა აუცილებელი პირობები.

ევროპარლამენტმა, კიევისთვის მაკროფინანსური დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფას, რომლის მოცულობას 1 მილიარდი ევროა, მხარი ივნისის შუა რიცხვებში დაუჭირა. რეზოლუციის მომხრე 527 დეპუტატი იყო, ხოლო მოწინააღმდეგე - 124, 29 პირმა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

ივლისის ბოლოს, ევროსაბჭომ, კიევისთვის 1 მილიარდი ევროს მოცულობის ტრანშის გამოყოფას მხარი დაუჭირა. ევროპარლამენტის უმაღლეს პალატაში აღნიშნავენ, რომ ეს თანხა უკრაინას იმ მიზნით გამოეყო, რომ კიევმა მიმდინარე ფინანსური საჭიროებები დაფაროს, მიაღწიოს ეკონომიკის სტაბილიზაციას და სტრუქტურული რეფორმების პროგრამა განახორციელოს.

Qatar Airways-მა 69 მილიონი აშშ დოლარით იზარალა

Qatar Airways-მა 69 მილიონი აშშ დოლარით იზარალა

20 წუთის წინ

ავიაგადამზიდმა კომპანია Qatar Airways-მა, 2017 წლის ივნისს დაწყებული ბოიკოტის გამო, რომელიც მას არაბულმა ქვეყნებმა გამოუცხადეს, 69 მილიონი აშშ დოლარის დანაკარგის შესახებ განაცხადა. შესაბამისს ოფიციალურ განცხადებას კომპანია თავის ვებ-გვერდზე...