Volkswagen-ი 2019 წლიდან ე.წ. "ჟუკებს" აღარ გამოუშვებს

Volkswagen-ი 2019 წლიდან ე.წ. "ჟუკებს" აღარ გამოუშვებს

Volkswagen of America-მ განაცხადა, რომ 2019 წლიდან ლეგენდარულ მოდელ Beetle-ის (ე.წ. "ჟუკი") წარმოება შეწყდება. გერმანული ავტოკონცერნის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მწარმოებელი ოჯახის ავტომობილებზე იქნება კონცენტრირებული.

Volkswagen of America-მ აგრეთვე განაცხადა, რომ Beetle-ს ბაზრიდან ამოღების პარალელურად კომპანია ორ ახალ მოდელს Final Edition SE-სა და Final Edition SEL-ს გამოუშვებს, რომლებიც ამ სერიის ბოლო მანქანები იქნება. ახალი მოდელები 2019 წლის ივლისში გამოჩნდება ბაზარზე.

ორივე მოდელს კუპე ექნება. Final Edition SE-ის მოდიფიცირებული კუპეს ღირებულება 23 045 აშშ დოლარიდან დაიწყება, ხოლო Final Edition SEL-ის - 25 995 აშშ დოლარიდან. კაბრიოლეტის ფასი კი 27 295 აშშ დოლარი და 29 995 აშშ დოლარი იქნება.

Volkswagen of America Beetle-ის მოდელის ავტომობილებს მექსიკაში, პუებლაში აწარმოებდა.

Qatar Airways-მა 69 მილიონი აშშ დოლარით იზარალა

Qatar Airways-მა 69 მილიონი აშშ დოლარით იზარალა

11 წუთის წინ

ავიაგადამზიდმა კომპანია Qatar Airways-მა, 2017 წლის ივნისს დაწყებული ბოიკოტის გამო, რომელიც მას არაბულმა ქვეყნებმა გამოუცხადეს, 69 მილიონი აშშ დოლარის დანაკარგის შესახებ განაცხადა. შესაბამისს ოფიციალურ განცხადებას კომპანია თავის ვებ-გვერდზე...