ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2019 წლის 15 მარტამდე გაახანგრძლივა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2019 წლის 15 მარტამდე გაახანგრძლივა

ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში ევროკავშირის საბჭოს რეზოლუცია გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც უკრაინაში არსებული ვითარების გამო, ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ ინდივიდუალური სანქციები გაგრძელდება.

გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სანქციები 6 თვით, 2019 წლის 15 მარტამდე გაგრძელდება. გადაწყვეტილება ძალაში "გამოქვეყნების დღიდან", ანუ 15 სექტემბრიდან შედის.

13 სეტემბერს, ევროკავშირის საბჭომ უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები გაახანგრძლივა. ევროსაბჭოს განცხადება ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა. სანქციები მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, 2019 წლის 15 მარტამდე გაგრძელდა.

"რუსეთის ქმედებები ხელს უშლის ან ემუქრება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას". სანქციები 155 ადამიანსა და 44 ორგანიზაციას შეეხო. სანქციები აქტივების გაყინვასა და მთელს მსოფლიოში მოგზაურობის შეზღუდვებს ითვალისწინებს.

გარდა ამისა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება ეკონომიკის სფეროში შემზღუდველი ზომების დაწესებას ითვალისწინებს.

Visa და Mastercard-ი რეტეილერების საჩივრის გამო, მათ 6,2 მილიარდ აშშ დოლარს გადაუხდის

Visa და Mastercard-ი რეტეილერების საჩივრის გამო, მათ 6,2 მილიარდ აშშ დოლარს გადაუხდის

8 წუთის წინ

Visa, Mastercard-მა და წამყვანმა ამერიკულმა ბანკებმა დაასრულეს ხანგრძლივი ანტიმონოპოლიური სასამართლო დავა, რაც გადასახადებით იყო გამოწვეული. მათ, რეტეილერებისთვის 6,2 მილიარდი აშშ დოლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადეს. დავა 2005 წელს დაიწყო, როდესაც...