ესპანეთის საგარეო უწყება: ევროკავშირს ევროს როლის გაძლიერება უფრო დიდი ავტონომიისთვის სურს

ესპანეთის საგარეო უწყება: ევროკავშირს ევროს როლის გაძლიერება უფრო დიდი ავტონომიისთვის სურს

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირს სურს ევროს გლობალური როლი გააძლიეროს, რათა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხრიდან ზეწოლა თავიდან აიცილოს. ამის შესახებ Bloomberg- ი იტყობინება.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, ეს ბოლო ნიშანია იმისთვის, რომ ევროპელმა ლიდერებმა უფრო მეტი ავტონომია შექმნან. "ჩვენ აშშ-ს საფრთხეების გვერდის ავლით გზა უნდა მოვძებნოთ", - განაცხადა მინისტრმა.

12 სექტემბერს, ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟან-კლოდ იუნკერმა სტრასბურგში, თავის ყოველწლიურ მიმართვაში ევროპარლამენტისადმი ევროკავშირში არსებული სიტუაციის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ აუცილებელია ევროს წილის გაზარდა ევროკავშირის გათვლებში ენერგომატარებლებსა და სხვა გარე ვაჭრობის შეთანხმებებში, ხოლო ამავდროულად, მისი თქმით, ამ სფეროებში უნდა შემცირდეს აშშ დოლარის წილი.

"აბსურდია, რომ ევროპა ენერგომატარებლების იმპორტის 80%-ს ფარავს - 300 მილიარდი ევრო - ამერიკულ დოლარში, როდესაც ჩვენი იმპორტის მხოლოდ 2% მოდის აშშ-ზე. აბსურდია, რომ ევროპული კომპანიები ყიდულობენ ევროპულ თვითმფრინავებს დოლარში და არა ევროში", - განაცხადა იუნკერმა.

Qatar Airways-მა 69 მილიონი აშშ დოლარით იზარალა

Qatar Airways-მა 69 მილიონი აშშ დოლარით იზარალა

24 წუთის წინ

ავიაგადამზიდმა კომპანია Qatar Airways-მა, 2017 წლის ივნისს დაწყებული ბოიკოტის გამო, რომელიც მას არაბულმა ქვეყნებმა გამოუცხადეს, 69 მილიონი აშშ დოლარის დანაკარგის შესახებ განაცხადა. შესაბამისს ოფიციალურ განცხადებას კომპანია თავის ვებ-გვერდზე...