ერდოღანი: ლირის დოლართან მიმართებაში გაუფასურება ქვეყნის ეკონომიკის მოკვლის მცდელობა იყო

ერდოღანი: ლირის დოლართან მიმართებაში გაუფასურება ქვეყნის ეკონომიკის მოკვლის მცდელობა იყო

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქული ლირის დოლართან მიმართებაში გაუფასურება "ქვეყნის ეკონომიკის მოკვლის" მცდელობა იყო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

მისი თქმით, შეერთებული შტატების განცხადებების შემდეგ, თურქეთში რთული ვითარება შეიქმნა, რადგან ერდოღანი მიიჩევს, რომ „თურქეთზე ეკონომიკური თავდასხმა“ განხორციელდა.

საპროცენტო განაკვეთების კომენტირებისას თურქეთის ლიდერმა აღნიშნა: "ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვრები". ერდოღანი ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ამერიკასთან ურთიერთობების გაუარესებას უკავშირებს.

მიმდინარე წლის 20 აგვისტოს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი საკუთარ ეკონომიკაზე თავდასხმას განიხილავს, როგორც დროშასა და რწმენაზე თავდასხმას.

"მიზანი იგივეა: თურქეთისა და თურქი ხალხის მუხლებზე დაჩოქება, მათი დამონება",-განაცხადა ერდოღანმა ყურბან-ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას.

თურქეთსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც 1 აგვისტოს ვაშინგტონმა თურქეთის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. აღნიშნული ნაბიჯი ამერიკამ მას შემდეგ გადადგა, რაც თურქეთმა დაკავებული ამერიკელი პასტორის გათავისუფლებაზე უარი განაცხადა.

Qatar Airways-მა 69 მილიონი აშშ დოლარით იზარალა

Qatar Airways-მა 69 მილიონი აშშ დოლარით იზარალა

23 წუთის წინ

ავიაგადამზიდმა კომპანია Qatar Airways-მა, 2017 წლის ივნისს დაწყებული ბოიკოტის გამო, რომელიც მას არაბულმა ქვეყნებმა გამოუცხადეს, 69 მილიონი აშშ დოლარის დანაკარგის შესახებ განაცხადა. შესაბამისს ოფიციალურ განცხადებას კომპანია თავის ვებ-გვერდზე...