რუსული ბანკ "ვითიბის" ხელმძღვანელმა დედოლარიზაციის გეგმა წარადგინა

რუსული ბანკ "ვითიბის" ხელმძღვანელმა დედოლარიზაციის გეგმა წარადგინა

რუსული "ვითიბი" ბანკის ხელმძღვანელმა ანდრეი კოსტინმა ამერიკულ დოლარზე უარის თქმის შესახებ გეგმა წარადგინა, გეგმაში სამი პუნქტია.

მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია სხვა ქვეყნებთან ექსპორტ-იმპორტის ტრანზაქციების გათვლებით სხვა ვალუტაზე დაჩქარებული გადასვლა, მაგალითად ევროზე, იუანზე, ან რუბლზე. შემდეგ საჭიროა მსხვილი რუსული ჰოლდინგების იურიდიული მისამართების რუსეთის იურისდიქციაში გადატანა. მესამე საფეხური კი, რუსულ პლატფორმაზე არსებული ევროობლიგაციების გადამისამართებაა სისტემა Euroclear-დან რუსულ ანალოგზე.

ივლისის შია რიცხვებში, "ვითიბი" ბანკის ხელმძღვანელმა კოსტინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა გამართა და მას განუცხადა, რომ ბანკის სპეციალისტებმა საერთაშორისო გადარიცხვებში რუბლის გამოყენების გაფართოების შესახებ გეგმა შეიმუშავეს. მან აღნიშნა, რომ რუსეთში აუცილებელია საკუთარი ფინანსური ინსტრუმენტის შექმნა. ივნისში კოსტინმა მსოფლიო ეკონომიკასაც მოუწოდა დედოლარიზაციისკენ.

Qatar Airways-მა 69 მილიონი აშშ დოლარით იზარალა

Qatar Airways-მა 69 მილიონი აშშ დოლარით იზარალა

33 წუთის წინ

ავიაგადამზიდმა კომპანია Qatar Airways-მა, 2017 წლის ივნისს დაწყებული ბოიკოტის გამო, რომელიც მას არაბულმა ქვეყნებმა გამოუცხადეს, 69 მილიონი აშშ დოლარის დანაკარგის შესახებ განაცხადა. შესაბამისს ოფიციალურ განცხადებას კომპანია თავის ვებ-გვერდზე...