ბრაზილიური რეალი, ბოლო სამი წლის განმავლობაში მინიმალურ მაჩვენებლამდე დაეცა

ბრაზილიური რეალი, ბოლო სამი წლის განმავლობაში მინიმალურ მაჩვენებლამდე დაეცა

ბრაზილიურმა რეალმა, ბოლო სამი წლის განმავლობაში, მინიმალური მაჩვენებელი დააფიქსირა. Bloomberg-ის მონაცემებით, ბირჟების დახურვისას, ერთი ამერიკული დოლარი 4,2075 რეალი ღირდა.

წინა მინიმალური მაჩვენებელი 2015 წლის 24 სექტემბერს დაფიქსირდა, როდესაც ერთი ამერიკული დოლარი 4,248 რეალი ღირდა.

Reuters-ის მოსაზრებით, რეალის ვარდნა შიდა ფაქტორების გამო მოხდა, როგორიცაა ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც 7 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს.

იაპონური საინვესტიციო ბანკის Nomura-ს ანგარიშის მიხედვით, ბრაზილია იმ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, სადაც სავალუტო კრიზისის რისკი ნულია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კრიზისის დიდი რისკი არსებობს ისეთ ქვეყანაში, როგორიც არის შრი-ლანკა. Nomura აგრეთვე აღნიშნავს, რომ სავალუტო კრიზისმა უკვე მოიცვა არგენტინა და თურქეთი, ხოლო პაკისტანში, ეგვიპტეში და უკრაინაში ეს შესაძლოა უახლოესი 12 თვის განმავლობაში მოხდეს.

Qatar Airways-მა 69 მილიონი აშშ დოლარით იზარალა

Qatar Airways-მა 69 მილიონი აშშ დოლარით იზარალა

8 წუთის წინ

ავიაგადამზიდმა კომპანია Qatar Airways-მა, 2017 წლის ივნისს დაწყებული ბოიკოტის გამო, რომელიც მას არაბულმა ქვეყნებმა გამოუცხადეს, 69 მილიონი აშშ დოლარის დანაკარგის შესახებ განაცხადა. შესაბამისს ოფიციალურ განცხადებას კომპანია თავის ვებ-გვერდზე...