პლატფორმა statusdonates.ge ანაჰიტ სტელმაშოვასა და ილია ლომთათიძის წარმატების თანამონაწილე გახდა

პლატფორმა statusdonates.ge ანაჰიტ სტელმაშოვასა და ილია ლომთათიძის წარმატების თანამონაწილე გახდა

კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი BATUMI MUSIC FEST წელს  უკვე მეექვსედ ჩატარდა. წელს ბათუმს ფრანგი მუსიკოსი მიშელ სონი ეწვია, რომელმაც ახალგაზრდა პიანისტებისთვის სპეციალური მასტერკლასები ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

"ბათუმის მუსიკალურ ფესტივალზე ელისო ბოლქვაძემ მომიწვია მასტერკლასების ჩასატარებლად. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი პიანისტების განვითარებისთვის,  რადგან აქ  ძალიან ნიჭიერი ბავშვები არიან, რომლებსაც მჭიდრო კავშირი აქვთ ხელოვნებასთან", - მიშელ სონი.

ფესტივალის ფარგლებში ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში ახალგაზრდა პიანისტების გალა კონცერტი გაიმართა, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. კონცერტზე მაყურებლის წინაშე წარსდგნენ თიბისი სტატუსის საქველმოქმედო პლატფორმის statusdonates.ge-ის  ბენეფიციარი ახალგაზრდა პიანიასტები  - ანაჰიტ სტელმაშოვა და ილია ლომთათიძე.

"ფესტივალი მეექვსედ ტარდება ბათუმში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის.  მასტერკლასებს ატარებენ ელისო ბოლქვაძე და მაესტრო მიშელ სონი, რომლებისგანაც ახალგაზრდები დიდ გამოცდილებას ვიღებთ. ფესტივალის მხარდამჭერია თიბისი, რომელიც ხელს მიწყობს ესპანეთში, საერთაშორისო კონკურზე გამგზავრებაში", - ილია ლომთათიძე.

ბათუმის მუსიკალური ფესტივალი იუნესკოს პატრონაჟით ხორციელდება.

თიბისი ბანკმა ბიზნესკლიენტებსა და დაინტერესებულ აუდიტორიას ტექნოლოგიური სიახლეები გააცნო

თიბისი ბანკმა ბიზნესკლიენტებსა და დაინტერესებულ აუდიტორიას ტექნოლოგიური სიახლეები გააცნო

2 საათის წინ

ღონისძიებაზე თიბისი ბანკის პროგრამული უზრუნველყოფის სამ ეტაპიანი კონკურსის ფინალი ჩატარდა და 3 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს. საჯარო პრეზენტაციაზე, ჟიურის წინაშე 6-მა გუნდმა სხვადასხვა...