აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრი: მიუხედავად პირადი უთანხმოებებისა, რუსეთთან თანამშრომლობის იმედი გვაქვს

აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრი: მიუხედავად პირადი უთანხმოებებისა, რუსეთთან თანამშრომლობის იმედი გვაქვს

აშშ-ის ხელისუფლებას, მიუხედავად პირადი უთანხმოებებისა, რუსეთთან თანამშრომლობის იმედი აქვს, - ამის შესახებ აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრმა რიკ პერიმ, რუს კოლეგა ალექსანდრ ნოვაკთან შეხვედრისას განაცხადა.

"ძალიან მინდა, რომ ამ შეხვედრით, ახალი შესაძლო ურთიერთქმედებების სფეროში ახალი ფურცელი გადავშალოთ", - აღნიშნავს პერი.

პერიმ აგრეთვე აღნიშნა, რომ რუსეთი, როგორც შეერთებული შტატები, უზარმაზარი ენერგორესურსის მფლობელია და ამიტომაც აუცილებელია, რომ ორმა სახელმწიფომ, რომლებსაც ნავთობისა და გაზის სფეროში მსოფლიოში წამყვანი პოზიციები უჭირავთ, ერთად იმუშაონ და მსოფლიო ბაზარზე ენერგეტიკული უსაფრთხოება უზრუნველყონ.

"ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ, რომ რუსეთმა აიღოს პასუხისმგებლობა მიწოდებაზე და არ დაუშვას, რომ ბაზარზე ენერგორესურსებზე ხელმისაწვდომობამ მთლიან პოლიტიკაზე იქონიოს გავლენა", - აცხადებს პერი.

Qatar Airways-მა 69 მილიონი აშშ დოლარით იზარალა

Qatar Airways-მა 69 მილიონი აშშ დოლარით იზარალა

1 საათის წინ

ავიაგადამზიდმა კომპანია Qatar Airways-მა, 2017 წლის ივნისს დაწყებული ბოიკოტის გამო, რომელიც მას არაბულმა ქვეყნებმა გამოუცხადეს, 69 მილიონი აშშ დოლარის დანაკარგის შესახებ განაცხადა. შესაბამისს ოფიციალურ განცხადებას კომპანია თავის ვებ-გვერდზე...