პრემიერი: 2018-2019 სასწავლო წელს 10 ათასამდე მასწავლებელს ხელფასი გაეზრდება

პრემიერი: 2018-2019 სასწავლო წელს 10 ათასამდე მასწავლებელს ხელფასი გაეზრდება

"გადაიხედება მასწავლებელთა სახელფასო პოლიტიკა. პირველ ეტაპზე 2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში გაზრდილ ხელფასს მიიღებს დაახლოებით 10 ათასამდე მასწავლებელი, ხოლო 2022 წლისთვის საჯარო სკოლებში ჩვენი ამოცანაა, რომ დასაქმებული მასწავლებლის საშუალო ხელფასი სამჯერ გაიზარდოს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების რეფორმის ხედვის წარდგენისას განაცხადა.

"ახალი სკოლის დირექტორი უნდა იყოს ლიდერი, რომელიც მართავს სკოლას მართვის ახალი მოდელით. სკოლაში დაინერგება სწავლების ახალი მეთოდოლოგია, რომლის საფუძველზეც ასწავლიან გადამზადებული მასწავლებლები, ამასთან ერთად, სკოლებს მიეცემათ თავისუფლება გარკვეული საგნების სწავლების მეთოდოლოგიის სწავლების ნაწილში.

სკოლის ინფრასტრუქტურა უნდა განახლდეს და პასუხობდეს ახალ მიზნებსა და ამოცანებს. დღეს გარემო ჩვენს ირგვლივ იცვლება სწრაფად, ასეთი დინამიკის პირობებში, იმისთვის ,რომ  ბავშვმა, მოზარდმა წარმატებას მიაღწიოს, მისი განვითარება უნდა იყოს ამ ცვლილების ადეკვატური. შესაბამისად, აუცილებელია სკოლა მოსწავლეს აძლევდეს სისტემურ განვითარებას, ასწავლიდეს შემოქმედებით და კრიტიკულ აზროვნებას, ინოვაციურ მიდგომებს.

რა თქმა უნდა, თანამედროვე ძლიერი სკოლა უნდა უყალიბებდეს მოსწავლეს ეროვნულ და კულტურულ ფასეულობებს, დემოკრატიულ და ტოლერანტულ ღირებულებებს, უვითარებდეს საკვანძო თუ პერსონალურ უნარ-ჩვევებს. ძლიერი, თანამედროვე სკოლა ამავე დროს  უნდა ეფუძნებოდეს ახალ ტექნოლოგიებს, შეძლებისდაგვარად უნდა ვითარდებოდეს ის ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კახა კალაძე: კაჩინსკის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 900 000 ლარი დაიხარჯება

კახა კალაძე: კაჩინსკის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 900 000 ლარი დაიხარჯება

18 სექტემბერი, 2018

კაჩინსკის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 900 000 ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. "დედაქალაქში არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს...