Apple-ის ყოფილმა დეველოპერმა კალათბურთში ხელოვნური ინტელექტი დანერგა

Apple-ის ყოფილმა დეველოპერმა კალათბურთში ხელოვნური ინტელექტი დანერგა

პროგრამა HomeCourt, კალათბურთში ვარჯიშისა და მატჩების დროს მომხმარებელს აკვირდება, მათ ინდივიდუალური თამაშის ასპექტების შემუშავებაში ეხმარება.

HomeCourt კალიფორნიული სტარტაპის NEX Team-ის მიერ შემუშავდა. სტარტაპი 2017 წელს დევიდ ლიმ, რეჟი ჩანმა და ტონი სუნგმა დააარსეს.

პროგრამა ვიდეოთი იწერს წარმატებულ და წარუმატებელ სროლებს და მონაცემებს ქალუდის პლატფორმაზე ინახავს. ამის შემდეგ კი, საქმეში ხელოვნური ინტელექტი ერთვება. ხელოვნური ინტელექტი ვიდეოს ანალიზს აკეთებს და სროლის ოპტიმალური სტრატეგიის შემუშავებაზე მუშაობს. პროგრამა თამაშის უნარების 100%-იან გაუმჯობესებას არ იძლევა, თუმცა სრულყოფილებაში მოჰყავს ფუნქცია, რომელსაც shot science - სროლის მეცნიერება ჰქვია. ეს ფუნქცია ითვლის ფიზიკური პარამეტრების მაქსიმალურ რაოდენობას, როგორიც არის სროლის ტექნიკა, ახტომის სიმაღლე და სხვა. მათზე დაყრდნობით კი, მაქსიმალურად ზუსტ მოდელს აყალიბებს.

HomeCourt-ით სარგებლობა, ერთი თვის განმავლობაში უფასოდ არის შესაძლებელი. ტესტირების პერიოდის შემდეგ კი, ულიმიტო გამოწერა მომხმარებელს 7,99 აშშ დოლარი უჯდება. უფასოდაც არის შესაძლებელი პროგრამით სარგებლობა, თუმცა არის გარკვეული შეზღუდვები - თვეში მხოლოდ 300 ჩანაწერის გაკეთება შეგიძლია.

HomeCourt-ს კავშირი აქვს კომპანია Apple-თან. სტარტაპის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი დევიდ ლი ადრე სწორედ ამ კორპორაციაში მუშაობდა. სერვისი CoreML-ისა და Vision-ის პროგრამულ ბიბლიოთეკას იყენებს. აღნიშნული პროგრამები კი iPhone-ის ნაწარმია.

პროგრამის ტესტირება 2018 წლის თებერვალში დაიწყო, ხოლო გაზაფხულზე მასზე წვდომის უფლება რამდენიმე პარტნიორმა მიიღო. ივლისის შია რიცხვებში, HomeCourt-მა 4 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსება მიიზიდა.

აშშ-მა, ჩინეთში წარმოებულ Apple Watch-სა და AirPods-ს საბაჟო გადასახადები მოუხსნა

აშშ-მა, ჩინეთში წარმოებულ Apple Watch-სა და AirPods-ს საბაჟო გადასახადები მოუხსნა

15 წუთის წინ

აშშ-ის ხელისუფლებამ კომპანია Apple-ის ჩინეთში წარმოებული ჭკვიანი საათებისთვის Apple Watch და უსადენო ყურსასმენებისთვის AirPods, ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე ტარიფების დაწესების ფონზე, საბაჟო გადასახადი მოხსნა. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს. Apple-მა...