Facebook-მა ფოტო და ვიდეო ინფორმაციების სანდოობის შემოწმება დაიწყო

Facebook-მა ფოტო და ვიდეო ინფორმაციების სანდოობის შემოწმება დაიწყო

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია, მსოფლიოს 17 ქვეყანაში, თავისი 27-ვე პარტნიორისთვის ფოტოებისა და ვიდეოებისთვის ფაქტების შემოწმებას აფართოებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეს მათ დეზინფორმაციის დიდ რაოდენობასთან გამკლავებაში დაეხმარებათ.

შეიქმნა თვითსწავლადი მოდელი, რომელიც სხვადასხვა სიგნალებს, რათა გამოავლინოს პოტენციური ცრუ კონტენტი. ფოტო და ვიდეომასალები ფატების შემოწმების მიზნით ექსპერტებს გადაეგზავნებათ.

კომპანია აღნიშნავს, რომ მათ ბევრ პარტნიორს უკვე აქვს ფოტოებისა და ვიდეოების შემოწმების გამოცდილება.

აპრილის დასაწყისში Facebook-მა სოციალური ქსელიდან ასობით პუბლიკაცია და ექაუნთი წაშალა, რომლებიც რუსეთის „ტროლების ფაბრიკასთან“ იყო კავშირში. კომპანიის ხელმძღვანელმა მარკ ცუკერბერგმა კი განაცხადა, რომ იმ გვერდებზე, რომლებიც კომპანიამ წაშალა, ხშირად ატყუებდნენ ადამიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მანიპულირებდნენ მათით. ამის თავიდან ასაცილებლად კი, მან განაცხადა, რომ კორპორაცია მუშაობს ინსტრუმენტებზე, რომლებიც არჩევნების პროცესში ჩარევას სოციალური ქსელების მეშვეობით შეუშლის ხელს.

თებერვალში კი, აშშ-ის პროკურატურამ ბრალი წაუყენა 13 რუს მოქალაქეს, რომლებიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში არიან ეჭვმიტანილები.

აშშ-მა, ჩინეთში წარმოებულ Apple Watch-სა და AirPods-ს საბაჟო გადასახადები მოუხსნა

აშშ-მა, ჩინეთში წარმოებულ Apple Watch-სა და AirPods-ს საბაჟო გადასახადები მოუხსნა

13 წუთის წინ

აშშ-ის ხელისუფლებამ კომპანია Apple-ის ჩინეთში წარმოებული ჭკვიანი საათებისთვის Apple Watch და უსადენო ყურსასმენებისთვის AirPods, ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე ტარიფების დაწესების ფონზე, საბაჟო გადასახადი მოხსნა. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს. Apple-მა...