სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ბათუმში ექსპორტის მხარდამჭერი პორტალის პრეზენტაციას გამართავს

სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ბათუმში ექსპორტის მხარდამჭერი პორტალის პრეზენტაციას გამართავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით და USAID REAP-ის მხარდაჭერით, ქ. ბათუმში, სასტუმროში "შერატონი" (მის: ქ. ბათუმი, რუსთაველის 28) ადგილობრივ ბიზნესსუბიექტებთან  შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტო ავრცელებს.

რეგიონალური საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენები დამსწრე საზოგადოებას გააცნობენ პრეზენტაციას  ონლაინ პლატფორმის  WWW.TRADEWITHGEORGIA.COM შესახებ, რომლის მეშვეობითაც ქართველი მეწარმეები და სერვისის მიმწოდებელი დარეგისტრირდებიან და შესაძლებლობა მიეცემათ თავიანთი პროდუქცია/სერვისები გააცნონ უცხოურ პოტენციურ პარტნიორებს.

საიტის მიზანია ქართული ნაწარმითა და სერვისით დაინტერესებული პირებისათვის (უცხოელი იმპორტიორი, სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები და ა.შ) გამარტივდეს წვდომა ქართულ საექსპორტო პროდუქტებსა და სერვისებზე.

სახელმწიფო აქტიურად იქნება ჩართული საიტის პოპულარიზაციის კამპანიაში, როგორც ონლაინ სივრცეში, ასევე, მიზნობრივ ბაზრებზე.

ხელმისაწვდომი იქნება გზამკვლევი და ვიდეოგაკვეთილი, რომელიც დაეხმარება კომპანიებს პროფილის შევსების პროცესში.

ღონისძიების ფარგლებში, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" წარმომადგენლები დამსწრე საზოგადოებას სააგენტოს საქმიანობას, მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრებენ. ადგილობრივი მეწარმეები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ კერძო სექტორის მხარდაჭერის ფინანსური მექანიზმების შესახებ.

არველაძე: ექსპორტის ზრდას ხელს უწყობს მთავრობის გადაწყვეტილებები ექსპორტის დივერსიფიკაციის მხრივ

არველაძე: ექსპორტის ზრდას ხელს უწყობს მთავრობის გადაწყვეტილებები ექსპორტის დივერსიფიკაციის მხრივ

54 წუთის წინ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტი განაგრძობს ზრდას და ხდება საექსპორტო ბაზრებზე მისი დივერსიფიკაცია. "მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტი იზრდება...