Google-ი საფოსტო სერვის Inbox-ს დახურავს

Google-ი საფოსტო სერვის Inbox-ს დახურავს

ამერიკულმა კორპორაციამ Google, საფოსტო სერვის Inbox-ის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. სერვისი 2019 წლის მარტში შეწყვეტს ფუნქციონირებას.

სერვისის მომსახურების დახურვის შემდეგ, კომპანია Gmail-ის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. Inbox-ის ფუნქციების ნაწილი კი სწორედ Gmail-ს დაემატება.

კომპანია უფრო მიზანმიმართულ მიდგომებს აპირებს და ელექტრონულ ფოსტაზე იქნება კონცენტრირებული.

Google-მა Inbox-ი 2014 წლის ოქტომბერში წარადგინა. თავდაპირველად კომპანია მომხმარებელს სერვისის Gmail-სთვის დამატებას სთავაზობდა, რაც მობილურ ტელეფონებზე იყო მორგებული.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, Inbox იგივე ადამიანებმა შეიმუშავეს, რომლებმაც Gmail-ი შექმნეს, თუმცა, როგორც კორპორაცია ახლა აღნიშნავს, ეს არ არის Gmail-ი. მათი თქმით, ეს საფოსტო სერვისის აბსოლუტურად ახალი სახეა, რომელიც რეალურად მნიშვნელოვან რაღაცებზე იქნება ორიენტირებული.

ილონ მასკი: წარმოების ჯოჯოხეთიდან ლოგისტიკურ ჯოჯოხეთში გადავინაცვლეთ

ილონ მასკი: წარმოების ჯოჯოხეთიდან ლოგისტიკურ ჯოჯოხეთში გადავინაცვლეთ

3 საათის წინ

კომპანია Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანია, წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემების შემდეგ ლოგისტიკურ ჯოჯოხეთში მოხვდა. ამის შესახებ იგი თავის ტვიტერზე წერს. ერთ-ერთი მომხმარებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას Tesla 8-ს...