გიორგი ვაშაძე: ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დაადგინა, რომ "ტელეიმედის" ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის ორი პრინციპი

გიორგი ვაშაძე: ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დაადგინა, რომ "ტელეიმედის" ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის ორი პრინციპი

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ ოფისში დღს ბრიფინგი გაიმართა გიორგი ვაშაძემ, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გაკეთებულ დასკვნაზე ისაუბრა, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით გაჟღერებულ სიუჟეტებს ეხება.

"რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია "იმედში" გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განვაცხადეთ, რომ ეს არის ფეიქ ნიუსი და ამ მიზნით, მივმართეთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გუშინდელ სხდომაზე, სადაც ჩვენ ვიმყოფებოდით, დაადგინა, რომ "ტელეიმედის" ჟურნალისტებმა და "ტელეიმედმა" დაარღვია ქარტიის ორი პრინციპი. პირველი ის,  რომ ჟურნალისტმა უნდა გაავრცელოს სიმართლე ანუ სწორი ინფორმაცია და მეორე, რომ თუ არასწორი ინფორმაციაა გავრცელებული, უნდა უარყოს ეს ინფორმაცია.

სამწუხაროდ, ორივე ეს მუხლი დარღვეული არის ამ შემთხვევაში "ტელეიმედის" მხრიდან და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა მედია საშუალებას, ჩვენ ყველა მექანიზმს მივმართავთ იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ სიმართლისთვის და ნუ შეეცდებით ფეიქ ნიუსების გავრცელებას, რომელიც შედის ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის ინტერესებში.

ძალიან ვწუხვარ, რომ ამ თემაზე გვიწევს დღეს საუბარი, მაგრამ სხვაგვარად, როგორც ჩანს, შეუძლებელია. მე იმედი მაქვს, რომ ტელეკომპანია იმედიც და სხვა მედია საშუალებებიც მომავალში უზრუნველყოფენ მაქსიმალურად სიმართლის გავრცელებას ქართული მედია ეთერის მეშვეობით იმისათვის, რომ შეცდომაში არ შევიდეს მაყურებელი და არასწორი წარმოდგენები არ შეექმნას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

არველაძე: ექსპორტის ზრდას ხელს უწყობს მთავრობის გადაწყვეტილებები ექსპორტის დივერსიფიკაციის მხრივ

არველაძე: ექსპორტის ზრდას ხელს უწყობს მთავრობის გადაწყვეტილებები ექსპორტის დივერსიფიკაციის მხრივ

1 საათის წინ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტი განაგრძობს ზრდას და ხდება საექსპორტო ბაზრებზე მისი დივერსიფიკაცია. "მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტი იზრდება...