ახალი პროდუქციის წარდგენის შემდეგ, Apple-ის აქციების ფასი დაეცა

ახალი პროდუქციის წარდგენის შემდეგ, Apple-ის აქციების ფასი დაეცა

Apple-ის აქციები, კომპანიის მიერ ახალი პროდუქციის წარდგენის შემდეგ, რომელიც 12 სექტემბერს გაიმართა, დაეცა.

თუკი დღის დასაწყისში, ბირჟებზე კომპანიის აქციებმა 218 აშშ დოლარიდან 223 აშშ დოლარამდე ზრდა დააფიქსირა, პრეზენტაციის დღეს, კომპანიის თითო აქციაზე ფასი 221 აშშ დოლარამდე შემცირდა. შესაბამისს მონაცემებს NASDAQ-ის ბირჟა ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, როგორც წესი, პრეზენტაციები ბირჟის ფასებზე დიდ გავლენას არ ახდენს. TechCrunch აღნიშნავს, რომ საქმე ისაა, რომ ყველამ ყველაფერი ნახა უკვე და იციან, რას უნდა ელოდონ.

12 სექტემბერს Apple-მა ახალი პროდუქციის მორიგი პრეზენტაცია გამართა კალიფორნიაში, სტივ ჯობსის სახელობის თეატრში, კომპანია Apple Park-ის შტაბბინაში. კომპანიის პრეზენტაციის ონლაინ ტრანსლაცია ოფიციალურ ვებ-გვერდზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. კომპანიამ iPhone-ის სამი ახალი მოდელი - iPhone XS, XS Max და XR, ჭკვიანი საათი Apple Watch 4 და უსადენო ყურსასმენები AirPods 2 წარადგინა.

ილონ მასკი: წარმოების ჯოჯოხეთიდან ლოგისტიკურ ჯოჯოხეთში გადავინაცვლეთ

ილონ მასკი: წარმოების ჯოჯოხეთიდან ლოგისტიკურ ჯოჯოხეთში გადავინაცვლეთ

2 საათის წინ

კომპანია Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანია, წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემების შემდეგ ლოგისტიკურ ჯოჯოხეთში მოხვდა. ამის შესახებ იგი თავის ტვიტერზე წერს. ერთ-ერთი მომხმარებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას Tesla 8-ს...