თბილისის ატმოსფერული ჰაერის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგების გაცნობა

თბილისის ატმოსფერული ჰაერის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგების გაცნობა

2018 წლის 13 სექტემბერს, თბილისში, სასტუმროში "რედისონ ბლუ ივერია", არასამთავრობო ორგანიზაციამ "ეკოხედვა/EcoVision" პრესკონფერენცია გამართა. ღონისძიებაზე, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მედიას თბილისის ატმოსფერული ჰაერის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგების წარუდგინეს.
 
"ეკოხედვამ/EcoVision", საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის საკომიტეტო მოკვლევის ფარგლებში, ჩაატარა კვლევა თბილისში, ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ.
 
აღნიშნული კვლევა ადასტურებს, რომ თბილისში ჰაერის დამაბინძურებელ კომპონენტებს შორის მნიშვნელოვანი წვლილი აქვს მტვერს. ჰაერში მტვრის მაღალი კონცენტრაცია ფიქსირდება, როგორც ჯამური მტვრის მონიტორინგის, ასევე მტვერში არსებული მცირე დისპერსიული ნაწილაკების (PM2.5 და PM10) ანალიზის შედეგად. ცნობილია, რომ PM2.5 განსაკუთრებით საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, რომელიც ღრმად აღწევს ორგანიზმში, უჯრედის დონეზე ილექება და მთელ რიგ პათოლოგიურ ცვლილებებს იწვევს. მტვრის განსაკუთრებულად მაღალი კონცენტრაცია ქალაქის სამშენებლო მოედნებზე ფიქსირდება.
 
გარდა სამშენებლო მოედნებისა, ქალაქში მტვრის ემისიის მნიშვნელოვან კერებს წარმოდგენენ ტერიტორიები ღია გრუნტით. მდგომარეობას ასევე ართულებს ივრის ზეგნიდან მონაბერი მტვრიანი ქარების დაუბრკოლებლად შემოღწევა ქალაქში.
 
გთავზაობთ კვლევაში მოყვანილი  რეკომენდაციებიდან რამდენიმეს მტვრით დაბინძურების შემცირებასთან და პრევენციასთან დაკავშირებით: 1) ევროკავშირის დირექტივების შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის შემუშავება, დანერგვა და აღსრულება, რომელიც ქალაქში დაარეგულირებს სამშენებლო ნორმებს და სტანდარტებს; 2) ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილის ინტენსიური გამწვანება, ივრის ზეგნიდან მონაბერი მტვრიანი ქარების პრევენციის მიზნით, რაც დადებითად იმოქმედებს ქალაქის ატმოსფერული ჰაერის გაჯანსაღებაზე; 3) ქუჩების და ტროტუარების ინტენსიური მორწყვა;  შადრევნების სისტემის რეაბილიტაცია/განვითარება და ა.შ.
 
კვლევაში მოყვანილი რეკომენდაციების მიხედვით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის შემცირების ყველაზე ეფექტური გზა, ასს-ის ტექნიკური დათვალიერების პროცესის აღდგენა, ასს-ის ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ავტოპარკის განახლება და სატრანსპორტო სქემის ოპტიმიზაციაა.
არველაძე: ექსპორტის ზრდას ხელს უწყობს მთავრობის გადაწყვეტილებები ექსპორტის დივერსიფიკაციის მხრივ

არველაძე: ექსპორტის ზრდას ხელს უწყობს მთავრობის გადაწყვეტილებები ექსპორტის დივერსიფიკაციის მხრივ

1 საათის წინ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტი განაგრძობს ზრდას და ხდება საექსპორტო ბაზრებზე მისი დივერსიფიკაცია. "მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტი იზრდება...