როგორია Apple-ის ახალი პროდუქცია (ფოტორეპორტაჟი)

როგორია Apple-ის ახალი პროდუქცია (ფოტორეპორტაჟი)

12 სექტემბერს Apple-მა ახალი პროდუქციის მორიგი პრეზენტაცია გამართა კალიფორნიაში, სტივ ჯობსის სახელობის თეატრში, კომპანია Apple Park-ის შტაბბინაში. კომპანიის პრეზენტაციის ონლაინ ტრანსლაცია ოფიციალურ ვებ-გვერდზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

კომპანიის ხელმძღვანელმა ტიმ კუკმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არსებული სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიო მასშტაბით, iOS-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე 2 მილიარდ მეტზე მოწყობილობაა გაყიდული.

ტიმ კუკს მიაჩნია, რომ Apple-ის ჭკვიანმა საათებმა, მსოფლიოში საათების ბაზრის ლიდერის ქცევისთვის გრანდიოზული გზა განვლო.

კომპანიის ახალ ვერსიას ორბირთვიანი პროცესორი აქვს, რომლიც წარმოებაც, წინა მოდელთან შედარებით ორჯერ გაიზარდა, ეკრანის სიგანე კი მესამედით არის გაზრდილი. ვარაუდობენ, რომ მოწყობილობის მუდმივი მუშაობა 18 საათს შეადგენს. ახალი ჭკვიანი საათის ფასი დაახლოებით 463 აშშ დოლარი იყო.

საათს აგრეთვე დაემატა ელექტროკარდიოგრაფიის სპეციალური სენსორი, რომლის მეშვეობითაც გულის მუშაობის რიტმისთვის თვალის მიდევნება უფრო დეტალურად არის შესაძლებელი. მოწყობილობას იმის დაფიქსირებაც შეუძლია, თუ რამდენად მძიმედ დაშავდა ადამიანი დაცემის შედეგად. მსგავსი შემთხვევებისას, საათი მომხმარებელს სასწრაფო დახმარების გამოძახებას სთავაზობს. Apple Watch 4, watchOS 5-ის ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს. იგი ბაზარზე ოთხ ფერში იქნება წარმოდგენილი - ვერცხლისფერი, ოქროსფერი, ნაცრისფერი და უჟანგავი ოქროსფერი.

კომპანიამ ჭკვიანი ტელეფონ iPhone-ის სერიის სამი ახალი მოდელიც წარადგინა. მათი საერთო დიზაინი იგივე დარჩა, რაც წინა წელს გამოშვებულ ვერსიას აქვს.

ახალი მოდელები iPhone XS და XS Max, OLED-ეკრანით არის აღჭურვილი და მათი დიაგონალის ზომა 5,8 და 6,5 დუიმია. ახალი ჭკვიანი ტელეფონები 12 მეგაპიქსელიანი კამერით არის აღჭურვილი. ორივე მათგანი ორ სიმ-კარტიანია. ჭკვიანი ტელეფონები ბაზარზე ვერცხლისფერ, შავ და ოქროსფერ ფერებში იქნება წარმოდგენილი. მათი მეხსიერების მოცულობა კი 64,256 და 512 გეგაბაიტს შეადგენს.

iPhone XS-ის ფასი 999 აშშ დოლარიდან იწყება, ხოლო XS Max-ის - 1099 აშშ დოლარიდან.

Apple-მა ჭკვიანი ტელეფონის საბიუჯეტო ვერსია - iPhone XR-ის წარადგინა. XS და XS Max-ისგან განსხვავებით, იგი 6,1 დუიმიანი LCD-ეკრანით არის აღჭურვილი, პროცესორი კი იგივეა, რაც წინამორბედის მოდელების - A12 Bionic.

iPhone XR ბაზარზე ხელმისაწვდომი იქნება შავ, თეთრ, წითელ, ყვითელ, ლურჯ და მარჯნისფერ ფერებში, მეხსიერების მოცულობა 64, 128 და 256 გეგაბაიტია. მისი ღირებულება 749 აშშ დოლარიდან იწყება.

აშშ-მა, ჩინეთში წარმოებულ Apple Watch-სა და AirPods-ს საბაჟო გადასახადები მოუხსნა

აშშ-მა, ჩინეთში წარმოებულ Apple Watch-სა და AirPods-ს საბაჟო გადასახადები მოუხსნა

19 წუთის წინ

აშშ-ის ხელისუფლებამ კომპანია Apple-ის ჩინეთში წარმოებული ჭკვიანი საათებისთვის Apple Watch და უსადენო ყურსასმენებისთვის AirPods, ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე ტარიფების დაწესების ფონზე, საბაჟო გადასახადი მოხსნა. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს. Apple-მა...