თბილისი Argus Media-ს საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

თბილისი Argus Media-ს საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

"Argus კასპიის შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი 2018" - ამ სახელწოდების ღონისძიება დღეს, სასტუმრო "ბილტმორში" გაიხსნა. კონფერენციაზე მოხსენებით საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, დავით ფერაძე გამოვიდა.

✔ ტვირთების დინამიკა კასპიისა და შავი ზღვის რეგიონში;

✔ მულტიმოდალური საერთაშორისო დერეფნები, მათ შორის ე.წ. შუა დერეფანი და მისი შესაძლებლობები;

✔ ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი;

✔ ანაკლიისა და საქართველოს რკინიგზის ქსელთან მიერთების მონაკვეთი;

✔ სამხრეთ-დასავლეთის მარშრუტები;

✔ სატარიფო პოლიტიკის მოქნილობა და საკონტეინერო გადაზიდვების მზარდი ტენდენციები - ამ თემებზე ისაუბრა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა. 

მომხსენებელთა შორის, საქართველოს რკინიგზის შვილობილი კომპანიების GR ტრანზიტისა და GR ლოგისტიკა და ტერმინალების ხელმძღვანელებიც იყვნენ. ღონისძიებას საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტის გარდა, ნავთობპროდუქტების, სატრანსპორტო ლოგისტიკური კომპანიების, ტერმინალების, გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ტრეიდერები დაესწრნენ.

არველაძე: ექსპორტის ზრდას ხელს უწყობს მთავრობის გადაწყვეტილებები ექსპორტის დივერსიფიკაციის მხრივ

არველაძე: ექსპორტის ზრდას ხელს უწყობს მთავრობის გადაწყვეტილებები ექსპორტის დივერსიფიკაციის მხრივ

1 საათის წინ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტი განაგრძობს ზრდას და ხდება საექსპორტო ბაზრებზე მისი დივერსიფიკაცია. "მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტი იზრდება...