ბალვანერა: კიდევ ერთხელ დავადასტურეთ EBRD-ის ინტერესი საქართველოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით

ბალვანერა: კიდევ ერთხელ დავადასტურეთ EBRD-ის ინტერესი საქართველოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადგი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია EBRD-ის ბანკის დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერას შეხვდა.
 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საქმიანობა საქართველოში და პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის ყველა ის მიმართულება, სადაც EBRD-ი მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობას. ამ მიმართულებებს შორისაა სამთო მრეწველობა, კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის პროგრამა, ენერგოეფექტურობა და სხვა.
 
"ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გიორგი ქობულიას მიერ განსახილველ საკითხთა ასეთმა სიღრმისეულმა ცოდნამ მისი მინისტრობის საწყის ეტაპზევე. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მომავალშიც ნაყოფიერად ვითანამშრომლებთ, ვინაიდან იგი მზადაა და გახსნილია დიალოგისთვის. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მომავალი თანამშრომლობის ინტერესი საქართველოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით," - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიასთან პირველი ოფიციალური შეხვედრის შემდეგ.
თიბისი ბანკმა ბიზნესკლიენტებსა და დაინტერესებულ აუდიტორიას ტექნოლოგიური სიახლეები გააცნო

თიბისი ბანკმა ბიზნესკლიენტებსა და დაინტერესებულ აუდიტორიას ტექნოლოგიური სიახლეები გააცნო

2 საათის წინ

ღონისძიებაზე თიბისი ბანკის პროგრამული უზრუნველყოფის სამ ეტაპიანი კონკურსის ფინალი ჩატარდა და 3 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს. საჯარო პრეზენტაციაზე, ჟიურის წინაშე 6-მა გუნდმა სხვადასხვა...