საუდის არაბეთის მედიასაშუალებების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

საუდის არაბეთის მედიასაშუალებების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

საუდის არაბეთის წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით 16  არაბი ჟურნალისტი, ბლოგერი და ავიაკომპანია "Flynas Airline"-ის 2 წარმომადგენელი საქართველოს სხვადასხვა რეგიონს ეწვია. დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ Flynas რიადი-თბილისის მიმართულებით  რეისების შესრულება წელს დაიწყო.

ტურის მონაწილეებმა თბილისი, მცხეთა, გორი, უფლისციხე დაათვალიერეს. ჟურნალისტებმა და ბლოგერებმა მოინახულეს კახეთი.  თბილისში არაბ ჟურნალისტებს შეხვდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, შეხვედრაზე  პრესტურის მონაწილეებისთვის საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სპეციალური პრეზენტაცია გაიმართა.

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ოზურგეთში წარმომადგენლობას ხსნის

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ოზურგეთში წარმომადგენლობას ხსნის

19 საათის წინ

20 სექტემბერს, 12:00 საათზე, ოზურგეთში, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლობის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება. წარმომადგენლობა დასავლეთ რეგიონის მასშტაბით იმუშავებს და გურიის სამივე მუნიციპალიტეტს...