აგვისტოში, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა 9.8%-ით გაიზარდა

აგვისტოში, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა 9.8%-ით გაიზარდა

2018 წლის აგვისტოში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა 1,294,926 ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +9.8%-ია.   საერთაშორისო ვიზიტორთა  მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 1,040,544შეადგინა, ზრდა +10.7%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 737,049 შეადგინა, რაც 90,050-ით მეტია 2017 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე (ზრდა +13.9%).

ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი რუსეთიდან (+15.8%), აზერბაიჯანიდან  (+13.3%),სომხეთიდან(-5.7%)და თურქეთიდან (24.4%) შედგა.    პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: რუმინეთი +137%, ესტონეთი +86%, ნიდერლანდები  +73%, გერმანია +58%, იტალია +54%, საფრანგეთი +45%, ჩეხეთი +40%, ესპანეთი +35%,გაერთიანებული სამეფო+30% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან:ინდოეთი +166%, კორეის რესპუბლიკა +126%, ჩინეთი +95%, ბელარუსი +47%, არაბთა გაერთიანებული საემირეობი +40% და სხვა.

2018 წლის იანვარი-აგვისტოს თვის მონაცემებით საქართველოში 5,895,914 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა.  ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +12.2%-ია. საერთაშორისო ვიზიტორთა  მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 4,883,580 შეადგინა, ზრდა+14.1%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 3,235,800 შეადგინა, რაც 523,674-ით მეტია 2017 წლის იანვარი-აგვისტოს მაჩვენებელზე (ზრდა +19.3%).

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ოზურგეთში წარმომადგენლობას ხსნის

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ოზურგეთში წარმომადგენლობას ხსნის

20 საათის წინ

20 სექტემბერს, 12:00 საათზე, ოზურგეთში, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლობის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება. წარმომადგენლობა დასავლეთ რეგიონის მასშტაბით იმუშავებს და გურიის სამივე მუნიციპალიტეტს...