Check in Georgia-ს ფარგლებში ბათუმში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი BATUMI MUSICFEST დაიწყო

Check in Georgia-ს ფარგლებში ბათუმში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი BATUMI MUSICFEST დაიწყო

პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში  ბათუმში  საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი  BATUMI MUSICFEST დაიწყო, რომელიც 12 სექტემბრამდე გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ფესტივალთან დაკავშირებით სასტუმრო ჰილტონში, ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და იუნესკოს მშვიდობის არტისტმა,  ცნობილმა ქართველმა პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ BATUMI MUSICFEST-თან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს.

BATUMI MUSICFEST  იუნესკოს მაღალი პატრონაჟით  ტარდება.  ფესტივალის ფარგლებში ბათუმელებსა და ბათუმის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ მოისმინონ ვინავსკის საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიის ლაურეატს, ცნობილ  მევიოლინეს ვერიკო ჭუმბურიძეს, რომელიც საქართველოში პირველად დაუკრავს. ფესტივალზე წარმოდგენილები იქნებიან: ფრანგი პიანისტი, ახალი თაობის მსოფლიოს ვარსკვლავი ლიზ დე ლა სალი, ავსტრიელი პიანისტი ვიქტორია ხირშუბერი, ფორტეპიანოს ლეგენდა ბარი დუგლასი, მირონ მიხალიდისი,  გურამ ოდიშარია და აფხაზეთის ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი, ხვიჩა მაღლაკელიძის "ქართული გიტარა", ქართველი მაესტრო დავით მუქერია და ბათუმის მუსიკალური ცენტრის ორკესტრი,  ასევე, ნორჩი ქართველი ვირტუოზები ილია ლომთათიძე და ბარბარე თათარაძე, რევაზ ლაღიძის სახელობის გოგონათა გუნდი და იუნესკოს მშვიდობის არტისტი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, პიანისტი  ელისო ბოლქვაძე.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ინოვაციური მეთოდოლოგიის ავტორის, მაესტრო მიშელ სონის მასტერკლასები.

ფესტივალის საღამოები ტარდება ბათუმის მუსიკალურ ცენტრში,  ზ. ფალიაშვილის სახელობის  სამუსიკო სკოლის დიდ საკონცერტო დარბაზში, ჩოხატაურის საკონცერტო დარბაზში.

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ოზურგეთში წარმომადგენლობას ხსნის

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ოზურგეთში წარმომადგენლობას ხსნის

20 საათის წინ

20 სექტემბერს, 12:00 საათზე, ოზურგეთში, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლობის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება. წარმომადგენლობა დასავლეთ რეგიონის მასშტაბით იმუშავებს და გურიის სამივე მუნიციპალიტეტს...