ღვინის ტურიზმისა და კულინარიის თემატიკაზე მომუშავე საერთაშორისო ჟურნალისტები საქართველოს ეწვივნენ

ღვინის ტურიზმისა და კულინარიის თემატიკაზე მომუშავე საერთაშორისო ჟურნალისტები საქართველოს ეწვივნენ

საქართველოში გასტრონომიული ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პრესტური მოაწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ღვინის ტურიზმისა  და კულინარიის თემატიკაზე მომუშავე საერთაშორისო ჟურნალისტები და  ბლოგერები თბილისს, მცხეთას და  კახეთის რეგიონს ეწვივნენ. პრესტურიში 13 ჟურნალისტი მონაწილეობდა მათ შორის ესპანეთიდან, იტალიიდან, რუმინეთიდან თურქეთიდან და ტაილანდიდან. ტურის მონაწილეებს შეხვდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ანდრია ბასილაია.

უცხოელი  ჟურნალისტები და  ბლოგერები საერთაშორისო  მაღალრეიტინგული  კულინარიული ჟურნალებისთვის საქართველოს შესახებ სტატიებს მოამზადებენ. ტურის მიზანია საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს როგორც კულინარიული ტურიზმის მიმართულების წარმოჩინება და თბილისის როგორც   ერთ-ერთი წამყვანი „Fine Dining“ ქალაქის პოპულარიზაცია.

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ოზურგეთში წარმომადგენლობას ხსნის

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ოზურგეთში წარმომადგენლობას ხსნის

19 საათის წინ

20 სექტემბერს, 12:00 საათზე, ოზურგეთში, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლობის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება. წარმომადგენლობა დასავლეთ რეგიონის მასშტაბით იმუშავებს და გურიის სამივე მუნიციპალიტეტს...