კეპულაძე: საქართველოში ლარის გაუფასურება დოლართან მიმართებაში მყისიერად აისახება მსესხებლების ჯიბეზე

კეპულაძე: საქართველოში ლარის გაუფასურება დოლართან მიმართებაში მყისიერად აისახება მსესხებლების ჯიბეზე

ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი კეპულაძე, რუსთავი2-თან აცხადებს. 

"ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში დაწყებულია მათი ვალუტების გაუფასურების პერიოდი, საკმაოდ აქტიური. მათ შორის, თურქული ლირის და რუსული რუბლის, ასევე ირანული რეალის, რაც ადეკვატურად აისახება თავისთავად ქართულ ლარზე. ბაზარი ამაზე რეაგირებს და მოლოდინი ჩნდება იმისი, რომ ჩვენს სავაჭრო პარტნიორებში გაუფასურება გამოიწვევს ჩვენთანაც გაუფასურებას.

სავარაუდოდ ბაზრის მონაწილეები ცდილობენ აკუმულირება მოახდინონ გარკვეული რესურსის დოლარში.

დოლარიზაციის მაღალი დონის გამო საქართველოში ლარის კურსის გაუფასურება დოლართან მყისიერად აისახება მსესხებლების ჯიბეზე, რომლებსაც ყოველ 100 დოლარზე 10 ლარით გაუძვურდათ სესხი."-აცხადებს გიორგი კეპულაძე. 

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

18 აგვისტო, 2018

კურორტ გუდაურში იტალიური კომპანია ტექნო ალპინი ხელოვნური გათოვლიანების უახლეს სოსტემას დაამონტაჟებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. ხელშეკრულებას ხელი კომპანიასა და მთის კურორტების...