12%-იანი ვარდნის შემდეგ "აეროფლოტის" აქციებმა შეწყვიტეს შემცირება

12%-იანი ვარდნის შემდეგ "აეროფლოტის" აქციებმა შეწყვიტეს შემცირება

მოსკოვის საფონდო ბირჟის მონაცემებით, აეროფლოტის აქციები შეწყვიტეს შემცირდა 1.03% -ით, მა შემდეგ, რაც 12% -ით დაეცა 9 აგვისტოს ვაჭრობის დაწყებდან.

ამრიგად, მათი მაქსიმალური ღირებულება, ერთ აქციაში, დღის განმავლობაში, 110.7 რუბლს მიაღწია. ხოლო მინიმუმალურმა - 98,15 რუბლი.  8 აგვისტოს ვაჭრობის დახურვისას კი 111.85 რუბლი ღირდა.

მანამდე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ აპირებენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას დიდ ბრიტანეთში სკრიპალების შესაძლო მოწამვლის გამო.

შეზღუდვები გავლენას მოახდენს რუსეთში ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტზე. თუ, მოსკოვი არ მისცემს გარანტიებს ქიმიური იარაღის არგამოყენებასთან დაკავშირები, მიიღებენ დამატებითი ქმედებების განხორციელების გადაწყვტილებას.  მათ შორის აღნიშნული იყო, რომ "აეროფლოტს" ამერიკაში მიმოსვლა აეკრძალება.

9 აგვისტოს მოსკოვის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის გახსნის შემდეგ, კომპანიის აქციები 11% -ზე მეტად შემცირდა. მოგვიანებით სახელმწიფო დეპარტამენტმა განმარტა, რომ ისინი არ აპირებენ რუსეთის კომპანიების, მათ შორის აეროფლოტის წინააღმდეგ პირდაპირი სანქციების დაწესებას.

2012 წლიდან რუსეთის საგარეო ვალი მინიმუმამდე შემცირდა

2012 წლიდან რუსეთის საგარეო ვალი მინიმუმამდე შემცირდა

18 აგვისტო, 2018

რუსეთის სახელმწიფოს საგარეო ვალი ბოლო 6 წლის განმავლობაში მინიმალურ ზღვრამდე შემცირდა. რუსეთის ფედერაციის საგარეო ვალი, მიმდინარე წლის ივლისის მონაცემებით, 3,629 მილიარდი დოლარით შემცირდა.  მაჩვენებელმა 47,332 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2012 წლიდან...