ადიდებულმა მდინარე ტეხურამ მარტვილში ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა

ადიდებულმა მდინარე ტეხურამ მარტვილში ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა

დასავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმის და ნალექის გამო, ადიდებულმა მდინარე ტეხურამ წაიღო 35 კვ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი „წყემის“ საყრდენი, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ 10 000-მდე აბონენტს მარტვილის რაიონში.

სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბრიგადები მობილიზებულები არიან, რომ ოპერატიულად განახორციელონ აღდგენითი სამუშაოები. ახალი საყრდენი მომზადებულია, თუმცა ადიდებულმა მდინარემ გადაკეტა დაზიანების ადგილამდე მისასვლელი გზა, შესაბამისად სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება ფერხდება, რადგან ადგილზე შესვლა ვერ ხერხდება მდინარის დონის დაწევამდე.

როგორც კი მდინარის დონე დაიწევს და მოხერხდება დაზიანების ადგილზე შესვლა, კომპანია განახორციელებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს. 

ტურიზმის ადმინისტრაცია, ქართული კულინარიის განვითარებისთვის არაერთ ღონისძიებას ჩაატარებს

ტურიზმის ადმინისტრაცია, ქართული კულინარიის განვითარებისთვის არაერთ ღონისძიებას ჩაატარებს

17 აგვისტო, 2018

საქართველოში გასტრონომიული ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი პროექტი წამოიწყო, რომელიც ყოველწლიური გახდება და ფესტივალის სახეს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია...