ქართულმა "GeoBlockchain"-მა და ამერიკულმა "Bloccalarate"-მა ალიანსი შექმნეს

ქართულმა "GeoBlockchain"-მა და ამერიკულმა "Bloccalarate"-მა ალიანსი შექმნეს

ქართულმა "GeoBlockchain"-მა და ამერიკულმა "Bloccalarate"-მა  ინოვაციური ტექნოლოგიების და ბლოქჩეინ ეკოსისტემის განვითარების მიზნით ალიანსი შექმნეს. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო საინფორმაციო პორტალი medium.com ავრცელებს: https://medium.com/@bloccelerate_20097/geoblockchain-and-bloccelerate-36e0acffd34e

არასამეწარმეო იურიდიული პირი "GeoBlockchain"-ი ("ქართული ბლოქჩეინი") ბლოქჩეინ  ტექნოლოგიის ინოვაციური პოტენციალის გამოვლენისა და მისი ფართოდ დანერგვის გზით, ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებასა და მის გლობალურ სივრცეში ინტეგრაციას ისახავს მიზნად;

ამერიკული გაერთიანებული საწარმო "Bloccalarate" აცხადებს, რომ "GeoBlockchain"-თან ალიანსი ხელს შეუწყობს ბლოქჩეინტექნოლოგიის ინფრასტრუქტურულ განვითარებას - ინვესტიციების მოზიდვას და მასშტაბური პროექტების განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც იგეგმება სტარტაპების ფინანსური მხარდაჭერა, კრიპტო-ეკონომიკური მხარდაჭერა, საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსება, ბლოკჩეინის სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა, ადამიანური რესურსების მოზიდვა და განვითარება.

"GeoBlockchain" დამფუძნებლის -პაპუნა უგრეხელიძის ხელმძღვანელობით "GeoBlockchain" და "Bloccalarate" უზრუნველყოფენ საერთაშრისო საინვესტიციო ბლოქჩეინ პლათფორმის შექმნას, რომლის ფარგლებშიც ბლოკჩენი ტექნოლოგიის დანერგვის მიზნით, კვალიფიციურ საკონსულტაციო მომსახურებას გაუწევენ როგორც საჯარო ისე კერძო სექტორს.

აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველო რჩება მსოფლიოში პიონერ ქვეყანად, რომლემაც ერთ-ერთმა პირველმა დანერგა ინოვაციური ბლოქჩეინ ტექნოლოგია, საჯარო სერვისების მიწოდების, კერძოდ კი, მიწის რეგისტრაციის სფეროში, რომელსაც 2013 - 2018 წწ. პაპუნა უგრეხელიძე ხელმძღვანელობდა.

HUAWEI-მ ფოტოების გადაღება ბევრად უფრო მარტივი გახადა

HUAWEI-მ ფოტოების გადაღება ბევრად უფრო მარტივი გახადა

17 აგვისტო, 2018

HUAWEI-მ უკვე ბევრჯერ დაამტკიცა, რომ ის არის ღირსეული  და მოწინავე ბრენდი, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია ინოვაციებით (ან სიახლეებით- ორივე ერთად იგივე შინაარსისაა)  გვანებივრებს. Leica-სთან თანამშრომლობით, სმარტფონი კიდევ უფრო განავითარა, რომელსაც...