"ფოლკლორის დღეები" ბათუმში გრძელდება

"ფოლკლორის დღეები" ბათუმში გრძელდება

Check in Georgia-ს ფარგლებში, ზღვისპირა ქალაქი "ფოლკლორის დღეებს" მასპინძლობს. ფესტივალი 29 ივლისიდან დაიწყო და კონცერტები ყოველდღიურად  ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან იმართება. მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალი 26 აგვისტომდე გაგრძელდება და  მოეწყობა 24 კონცერტი, რომელშიც 45 ანსამბლი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის, აჭარისა და თბილისის სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლები, ასევე ქორეოგრაფიული ანსამბლები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. მნიშვნელოვანია, რომ "ფოლკლორის დღეები" საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ტარდება.

უნიკალური ქართული ფოლკლორი უცხოელი სტუმრების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, შესაბამისად, მისი პოპულარიზაცია ტურისტული პოტენციალის ამაღლებას შეუწყობს ხელს. ფესტივალის მიზანია ქალაქ ბათუმში ჩასულ სტუმრებს მიეცეთ ქართული ხალხური შემოქმედების გაცნობის საშუალება.

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

18 აგვისტო, 2018

კურორტ გუდაურში იტალიური კომპანია ტექნო ალპინი ხელოვნური გათოვლიანების უახლეს სოსტემას დაამონტაჟებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. ხელშეკრულებას ხელი კომპანიასა და მთის კურორტების...