მამუკა ბახტაძე: ჩვენ ლიბერალური ბაზრის ერთგული ვართ

მამუკა ბახტაძე: ჩვენ ლიბერალური ბაზრის ერთგული ვართ

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ცემენტის მწარმოებლების მიმართვას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დაიცავს სამართლიანი სავაჭრო რეჟიმს.

"ჩვენი მიდგომა არის ძალიან მარტივი. თუ არსებობს გარკვეული ბარიერები საერთაშორისო ვაჭრობაში, რომ ეს არის სარკისებური, ანუ თუ ვიღაცას აქვს იმპორტის უფლება, მაგრამ იმპორტიორ ქვეყანას, ან მწარმოებელ ქვეყანას გარკვეული ბარიერი აქვს იმავე პროდუქციის ექსპორტზე, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება დაკორექტირება და აქ ჩვენ აუცილებლად ჩავერევით და აუცილებლად დავარეგულირებთ, თუ ასეთი პრობლემა ნამდვილად დგას.

თუმცა, რაც შეეხება საერთაშორისო ვაჭრობას, ბუნებრივია, ჩვენ ვართ ერთგული ლიბერალური ბაზრის, რომელმაც თვითონ უნდა დაარეგულიროს ასეთი საკითხები. თუმცა, თუ ჩვენ გვაქვს ხელოვნური ბარიერები და ჩვენ გვქონია ასეთი შემთხვევები, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩავერევით და უზრუნველვყოფთ იმას, რომ დაცული იყოს სამართლიანი სავაჭრო რეჟიმი", - აცხადებს ბახტაძე.

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

18 აგვისტო, 2018

კურორტ გუდაურში იტალიური კომპანია ტექნო ალპინი ხელოვნური გათოვლიანების უახლეს სოსტემას დაამონტაჟებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. ხელშეკრულებას ხელი კომპანიასა და მთის კურორტების...