გიორგი ვაშაძე: უკრაინა დღეს ღიად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

გიორგი ვაშაძე: უკრაინა დღეს ღიად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

10 წლის წინ  რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების ოკუპაცია მოხდა. 10 წლის წინ, უკრაინამ არ დაუჭირა მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა, კონფლიქტის დაწყებიდან ერთი თვის თავზე, რადაში სცადეს რზოლუციის მიღება, რომელიც დაგმობდა აღნიშნულ კონფლიქტს. მაშინ, ან ინიციატივამ, ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ დააგროვა. ინფორმაციას, ამისშესახებ, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, " ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კამპანიის ხელმძღვანელი, გიორგო ვაშაძე ავრცელებს.

"რუსეთის აგრესიიდან, ერთი თვის შემდეგ, უკრაინის უმაღლესმა რადამ სცადა რეზოლუციის მიღება, რომელიც დაგმობდა საქართველოს ტერიტორიაზე, რუსეთის ფედერაციის სამხედრო ინტერვეციას. სამხედრო კონფლიქტის შესახებ რეზოლუციის პროექტი, დარეგისტრირებული იყო რადაშიც, თუმცა, სამწუხაროდ მან ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო და შესაბამისად, უკრაინა არ დაუპირისპირდა რუსეთის სამხედრო აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ. უფრო მეტიც, დეპუტატების ნაწილი აღიარებდა კიდეც,  სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას.

მოგვიანებით, უკრაინამ მკვეთრად შეცვალა საკუთარი პოზიცია და დღეს, ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ის დეპუტატები,  ვინც 10 წლის წინ მხარი არ დაუჭირეს ამ კანონპროექტს, დღეს აღარ არიან უკრაინის ხელისუფლებაში და ალბათ ვერც ვერასდროს იქნებიან. "- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

18 აგვისტო, 2018

კურორტ გუდაურში იტალიური კომპანია ტექნო ალპინი ხელოვნური გათოვლიანების უახლეს სოსტემას დაამონტაჟებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. ხელშეკრულებას ხელი კომპანიასა და მთის კურორტების...