ბათუმში, შშმ პირებისთვის, მელიქიშვილის ქუჩის გასწვრივ პლაჟზე ზღვაზე გადასასვლელი ბილიკი მოეწყო

ბათუმში, შშმ პირებისთვის, მელიქიშვილის ქუჩის გასწვრივ პლაჟზე ზღვაზე გადასასვლელი ბილიკი მოეწყო

დღეიდან ბათუმში ბულვარის ტერიტორიაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ზღვასთან ახლოს მისვლა შეეძლებათ. მათთვის მელიქიშვილის ქუჩის გასწვრივ პლაჟზე ზღვაზე გადასასვლელი ბილიკი მოეწყო.

ინიციატივა სამშენებლო კომპანია "მარდი ჰოლდინგს" ეკუთვნვნის. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანიამ არსებული ბილიკი ზღვამდე მიიყვანა. "მარდი ჰოლდინგი გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით და ყოველთვის ცდილობს ხელი შეუწყოს სხვადასხვა სოციალური პროექტის განხორციელებას. ვფიქრობ, არ არის საჭირო მთავრობისკენ ხელის გაშვერა, შესაძლებელია კომერციული ორგანიზაციებიც ჩაერთონ მსგავს ღონისძიებებში, რაც ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნას." - ამბობს მარდი ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი.

მარდი ჰოლდინგი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის (CSR) წევრია.

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

18 აგვისტო, 2018

კურორტ გუდაურში იტალიური კომპანია ტექნო ალპინი ხელოვნური გათოვლიანების უახლეს სოსტემას დაამონტაჟებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. ხელშეკრულებას ხელი კომპანიასა და მთის კურორტების...