ეროვნული ბანკი საკრედიტო საინფორმაციო ბიუროების რეგულირების პროექტებს აქვეყნებს

ეროვნული ბანკი საკრედიტო საინფორმაციო ბიუროების რეგულირების პროექტებს აქვეყნებს

ფინანსური სექტორის ზედამხედველობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების გამოქვეყნების ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი "საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის" და "საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, ბაზაში აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესის" პროექტებს აქვეყნებს.

საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს რეგულირების მიზანია ფინანსური სტაბილურობისა და ეროვნული ბანკის მანდატის ფარგლებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა. შემუშავებულმა მარეგულირებელმა აქტებმა ხელი უნდა შუწყოს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის სანდო, უტყუარი, ობიექტური და მაქსიმალურად სრული ინფორმაციის მიწოდებას, აღრიცხვას და ხელმისაწვდომობას. ეროვნული ბანკი საკრედიტო საინფორმაციო ბიუროების საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლებში აქტიურად იმუშავებს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში დაცულ მონაცემებში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რამაც უნდა გააუმჯობესოს მონაცემთა ხარისხი და, საბოლოო ჯამში, ხელი შეუწყოს პოტენციური მსესხებლების/მომხმარებლების გადახდისუნარიანობის შეფასებას.

საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მარეგულირებელი აქტები განსაზღვრავს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროების ნებადართული საქმიანობის ჩამონათვალს, ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმებს, კაპიტალის მინიმალურ ოდენობას, საოპერაციო და სხვა რისკების მართვის მოთხოვნას და ინფორმაციის მიღების, აღრიცხვა/დამუშავებისა და გაცემის მკაცრად გაწერილ ნორმებს. პროექტებში ასევე განსაზღვრულია საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ზედამხედველობის კუთხით.

მნიშვნელოვანია, რომ კონცეპტუალურად იცვლება ამჟამად დამკვიდრებული პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც ვადაგადაცილების შემთხვევაში საკრედიტო ამონაწერში მომხმარებელს "ნეგატიური" სტატუსი ენიჭება. ცვლილებების შედეგად, საკრედიტო ამონაწერში "ნეგატიური" სტატუსის ნაცვლად ასახული იქნება ფაქტობრივი მონაცემები მომხმარებლის/მსესხებლის საკრედიტო ისტორიის შესახებ. საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს რეგულირების პროექტები შესაბამისობაშია ბიუროს რეგულირების კუთხით არსებულ ძირითად საერთაშორისო პრინციპებთან და შემუშავდა მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარების ფარგლებში.

თიბისი-მ თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა

თიბისი-მ თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა

15 აგვისტო, 2018

თიბისი სტატუსმა ახალგაზრდა მხატვრის - თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა. ბოლო დროს ხელოვანის მხარდასაჭერად სხვადასხვა ღონისძიება დაიგეგმა, მათ შორის გალერეაში „ვანდა“...