წიაღის ეროვნულმა სააგენტომ გურიაში სასარგებლო წიაღისეულის დარღვევით მოპოვების ფაქტები გამოავლინა

წიაღის ეროვნულმა სააგენტომ გურიაში სასარგებლო წიაღისეულის დარღვევით მოპოვების ფაქტები გამოავლინა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნულმა სააგენტომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ხუთი სალიცენზიო ობიექტის შემოწმების შედეგად ორში დარღვევა აღმოაჩინა. შემოწმება-დათვალიერება სოფლების - ლიხაურისა და მაკვანეთის მიმდებარედ მდინარე აჭისწყალზე მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ ორი სუბიექტი სასარგებლო წიაღისეულს წინასწარ შედგენილი წიაღით სარგებლობის საპროექტო დოკუმენტაციის გარეშე მოიპოვებდა, რის გამოც მომზადდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები და განსჯადობის მიხედვით გადაიგზავნება შესაბამის სასამართლოში.

აღსანიშნავია, რომ დათვალიერება/შესწავლით და მასალების კამერალური დამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ აღნიშნული ორი ლიცენზიანტიდან ერთ-ერთი ლიცენზიის მფლობელი ქვიშა-ხრეშს მოიპოვებდა სალიცენზიო კონტურს გარეთ, რასთან დაკავშირებითაც კომპეტენციის ფარგლებში, შემდგომი რეაგირების მიზნით მასალები გაიგზავნა უფლებამოსილ ორგანოში.

სასამართლოში საქმის განხილვის პარალელურად, წიაღის ეროვნულმა სააგენტომ წერილობით მიმართა ლიცენზიის მფლობელებს  და  წიაღით სარგებლობის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის, სააგენტოში მისი წარდგენისა და თანხმობის მიღებამდე მოპოვებითი სამუშაოების შეჩერება მოითხოვა. წიაღით სარგებლობის საპროექტო დოკუმენტაცია შედგენილი უნდა იყოს დღეს არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით და სამუშაოების დაწყებამდე სავალდებულო წესით უნდა შეთანხმდეს სსიპ წიაღის ეროვნულ სააგენტოსთან.

რაც შეეხება დარჩენილ სამ ობიექტს, დათვალიერება/შესწავლით დადგინდა, რომ აღნიშნული ლიცენზიის მფლობელი არ აწარმოებდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებით სამუშაოებს, შესაბამისად აღნიშნული ლიცენზიების პირობების დარღვევის ფაქტი არ დაფიქსირდა.

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

18 აგვისტო, 2018

კურორტ გუდაურში იტალიური კომპანია ტექნო ალპინი ხელოვნური გათოვლიანების უახლეს სოსტემას დაამონტაჟებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. ხელშეკრულებას ხელი კომპანიასა და მთის კურორტების...