ჩოგოვაძე: 2018 წელი ტურიზმისთვის განსაკუთრებული და რეკორდული იქნება

ჩოგოვაძე: 2018 წელი ტურიზმისთვის განსაკუთრებული და რეკორდული იქნება

"2018 წელი ტურიზმისთვის განსაკუთრებული და რეკორდული იქნება", - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ "პალიტრანიუსთან" განაცხადა. 

"2018 წელი ტურიზმისთვის, შედეგების მიხედვით, იქნება სრულიად განსაკუთრებული და რეკორდული. ამას ადასტურებს ივლისის თვის მონაცემები და მხოლოდ ივლისის თვეში მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ იმ ტურისტების ნაწილში, რომლებიც 24 საათზე მეტს ჩერდებიან ჩვენს ქვეყანაში, 15%-იანი მატება გვაქვს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აისახება შემოსავლებში, რომლებიც შემოდის ქვეყანაში საერთაშორისო ტურიზმიდან და იმ ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში, რომელიც საჭიროა ასე მნიშვნელოვნად გაზრდილი ტურისტული ნაკადის მომსახურებისთვის." - აცხადებს ჩოგოვაძე.

ტურიზმის ადმინისტრაცია, ქართული კულინარიის განვითარებისთვის არაერთ ღონისძიებას ჩაატარებს

ტურიზმის ადმინისტრაცია, ქართული კულინარიის განვითარებისთვის არაერთ ღონისძიებას ჩაატარებს

17 აგვისტო, 2018

საქართველოში გასტრონომიული ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი პროექტი წამოიწყო, რომელიც ყოველწლიური გახდება და ფესტივალის სახეს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია...