რუსეთის ყველა სახელმწიფო თანამშრომლის სმარტფონის პლატფორმაზე გადასვლა 2021 წლისთვის იგეგმება

რუსეთის ყველა სახელმწიფო თანამშრომლის სმარტფონის პლატფორმაზე გადასვლა 2021 წლისთვის იგეგმება

რუსეთის სახელმწიფო ორგანოებისა და კომპანიების თანამშრომლების, რუსული ოპერაციული სისტემიდან ჭკვიანი ტელეფონების პლატფორმაზე გადასვლა 2021 წლისთვის არის დაგეგმილი. პროექტი მთლიანობაში დაახლოებით 160 მილიარდ რუბლად არის შეფასებული.

რუსეთის ხელისუფლება, ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურების 7,9 მილიონი თანამშრომლის რუსული ოპერაციული სისტემიდან ОС Sailfish - ჭკვიანი ტელეფონების პლატფორმაზე გადაყვანას 2021 წლისთვის გეგმავს. აღნიშნული ნაბიჯი, მთლიანობაში, ქვეყნის ბიუჯეტს 160 მილიარდ რუბლზე მეტი დაუჯდება.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული კომპლექსური მომსახურების ტარიფი ერთი თანამშრომლისთვის წელიწადში 13,1 ათასი რუბლი დაჯდება. გარდა ამისა, რუსეთის ფინანსთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ აუცილებელია კიდევ დამატებით 2,3 მილიარდი რუბლის გამოყოფა, რათა ოპერატიული სისტემა კარგად დამუშავდეს. რუსეთის სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლების რუსული ოპერატიული სისტემიდან ჭკვიანი ტელეფონების პლატფორმაზე გადასვლა ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტიდან (71,3 მილიარდი რუბლი), სახელმწიფო კომპანიებიდან (78,2 მილიარდი რუბლი) და ადგილობრივი მმართველობიდან (10,7 მილიარდი რუბლი) დაფინანსდება.

გერმანია, ტრამპის პოზიციების გამო, "ჩრდილოეთ დინება-2"-ის გაზსადენის მშენებლობაზე უარს არ იტყვის

გერმანია, ტრამპის პოზიციების გამო, "ჩრდილოეთ დინება-2"-ის გაზსადენის მშენებლობაზე უარს არ იტყვის

23 საათის წინ

აშშ-ის პოზიციების გამო, გერმანია უარს არ იტყვის რუსეთთან შეთანხმებაზე ენერგეტიკულ სფეროში, რომელიც გაზსადენ "ჩრდილოეთ დინება-2"-ის მშენებლობას ეხება. ამის შესახებ ქვეყნის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავჯდომარე ანდრეა ნალესი Funke-თან...