Starbucks-ში თანხის გადახდა კრიპტოვალუტითაც შესაძლებელი გახდება

Starbucks-ში თანხის გადახდა კრიპტოვალუტითაც შესაძლებელი გახდება

Starbucks-ის ქსელებში, თანხის გადახდა კრიპტოვალუტითაც იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს, რომელიც ბრაიან კელის კომპანიის, BK Capital Management-ის ინვესტიციას ეყრდნობა.

მომხმარებლებს თანხის გადახდა კრიპტოვალუტით, სპეციალური პლატფორმის მეშვეობით შეეძლებათ, რომელსაც Bakkt დაერქვა. პლატფორმის შექმნის შესახებ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის Intercontinental Exchange (ICE)-ის ოპერატორმა განაცხადა. Bakkt-ის შექმნაზე მუშაობს Starbucks, ICE, Microsoft, BCG და სხვა კომპანიებიც.

Bakkt-ის პლატფორმის გამოყენება შესაძლებელი იქნება Microsoft Cloud-ის მეშვეობით. პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, შეინახოს, გაყიდოს, იყიდოს და დახარჯოს ციფრული აქტივები. თავდაპირველად პლატფორმას გამოიყენებენ მხოლოდ ვაჭრობისთვის და კრიპტოვალუტის კონვერტაციისთვის. აქედან გამომდინარე, Bakkt-ის მეშვეობით მომხმარებელს შეეძლება კრიპტოვალუტის ავტომატური გადაცვლა ამერიკულ დოლარებზე, რათა თანხა გადაიხადონ Starbucks-ში.

აღნიშნული პლატფორმის გამოსვლის კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

გერმანია, ტრამპის პოზიციების გამო, "ჩრდილოეთ დინება-2"-ის გაზსადენის მშენებლობაზე უარს არ იტყვის

გერმანია, ტრამპის პოზიციების გამო, "ჩრდილოეთ დინება-2"-ის გაზსადენის მშენებლობაზე უარს არ იტყვის

23 საათის წინ

აშშ-ის პოზიციების გამო, გერმანია უარს არ იტყვის რუსეთთან შეთანხმებაზე ენერგეტიკულ სფეროში, რომელიც გაზსადენ "ჩრდილოეთ დინება-2"-ის მშენებლობას ეხება. ამის შესახებ ქვეყნის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავჯდომარე ანდრეა ნალესი Funke-თან...