გიორგი ხაბურზანია: 6 წელია, ქვეყნის სტაგნაციის გარდა არაფერი გვესმის

გიორგი ხაბურზანია: 6 წელია, ქვეყნის სტაგნაციის გარდა არაფერი გვესმის

"ახალი საქართველოს" სათათბიროს წევრი, გიორგი ხაბურზანია,ახალგაზრდების ქვეყნიდან გადინების გაზრდილ მაჩვენებელზე საუბრობს. მისი თქმით, უპერსპექტივოის განცდა ახალგაზრდა თაობას, საზღვარგარეთ წასვლას აიძულებს.

"ახალგაზრდები, საკუთარ სამშობლოში პერსპექტივას ვერ ხედავენ. ჩემი თანატოლები და მეგობრები მიდიან ქვეყნიდან იმის გამო, რომ ორი კაპიკი იშოვონ და ოჯახები არჩინონ. ამ ყველაფრის მიზეზი არის ის, რომ "ქართული ოცნება" დაცლილია ყველანაირი შესაძლებლობისგან და უნარისგან, რითაც შეიძლება მათ დაანახონ ხალხს, რომ ქვეყნის განვითარების პერსპექტივას შექმნიან და ახალგაზრდებს დარჩენის სურვილს გაუჩენენ.

6 წელია ხელისუფლებაში არიან და ერთ რეფორმას ვერ მეტყვით, რომელიც "ქართულ ოცნებასთან" ან რომელიმე პრემიერ მინისტრთან ასოცირდება. 6 წელია, ქვეყნის სტაგნაციის გარდა არაფერი გვესმის.

ეს არის იდეებისგან დაცლილი ხელისუფლება, რომელმაც არ იცის როგორ მართოს ქვეყანა, როგორ განახორციელოს რეფორმები, აღმოფხვრას კორუფცია, რომელიც მათი საფირმო ნიშანი გახდა, როგორ გახადოს სასამართლო სანდო, როგორ შექმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო სისტემა და სხვა.

დღეს, ყველაფერი, არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის დაქვემდებარებაშია. ეს ცნობილია, ნებისმიერი მსხვილი ინვესტორისთვის, რომელსაც საქართველოში კაპიტალის დაბანდება და სამუშაო ადგილების შექმნა შეუძლია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ქმნს პრობლემებს! მას არ აქვს დაცულობის გარანტია! როცა სასამართლო, პროკურატურა, სუსი და შსს მუდმივი პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშაა.

ქვეყანაში ადამიანები მოკლებული არიან თავიანთ ყველაზე მთავარ  საჭიროებებს და, კორუფციის არსებობის გამო, მშიერი იძინებენ ყოველღამე... ეს მაშინ, როცა კორუმპირებულები ფუფუნებაში ცხოვრებითა და  დაუსჯელობით  ტკბებიან. ეს თუ არ დასრულდა, ჩვენ ქვეყანას განვითარების, სამუშაო ადგილების შექმნის და ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა უბრალოდ არ აქვს.

გამოსავალი არის მხოლოდ ერთი, როგორც WINDOWS-ს სჭირდება გადაყენება, როდესაც პროგრამები აურევს და აღარ მუშაობს, ისე სჭირდება ხელისუფლებასაც, როცა ვერ მუშაობს! თუარადა დროთა განმავლობაში, როგორც კომპიუტერს დაემართება, რომ ერთ დღეს შეიძლება აღარ ჩაირთოს, ეს ქვეყნის შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ და ხელისუფლება დროულად გადავაყენოთ!" - განაცხადა გიორგი ხაბურზანიამ.

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

18 აგვისტო, 2018

კურორტ გუდაურში იტალიური კომპანია ტექნო ალპინი ხელოვნური გათოვლიანების უახლეს სოსტემას დაამონტაჟებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. ხელშეკრულებას ხელი კომპანიასა და მთის კურორტების...