ვითიბი ბანკმა ხილის გადამამუშავებელი და ნატურალური წვენების მწარმოებელიახალი ქარხნის გახსნა დააფინანსა

ვითიბი ბანკმა ხილის გადამამუშავებელი და ნატურალური წვენების მწარმოებელიახალი ქარხნის გახსნა დააფინანსა

ვითიბი ბანკმა შპს „აჩინებული“ - ის ხილის გადამამუშავებელი და ნატურალური წვენების მწარმოებელი ქარხნის გახსნა 1 170 000 ლარით დააფინანსა. აღნიშნული თანხიდან, 970 000 ლარი, შეღავათიანი აგრო კრედიტის პროგრამის ფარგლებში გაიცა, პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 2,5 მილიონი ლარი შეადგინა.

საწარმო, კახეთის რეგიონში მდებარეობს. სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ, წელიწადის განმავლობაში, 500,000 ლიტრზე მეტი სხვადასხვა სახეობის ხილის ნატურალური წვენის წარმოებაა დაგეგმილი. პროდუქციის რეალიზაცია, პირველ ეტაპზე, ადგილობრივ ბაზარზე მოხდება. სამომავალოდ იგეგმება ექსპორტზე გატანაც. საწარმოში მუდმივად 25 ადამიანია დასაქმებული, ხოლო სეზონურად, 8-10 ადამიანი ემატება. 

ვითიბი ბანკის მიერ, წლის დასაწყისიდან, შეღავათიანი აგრო კრედიტის პროექტის ფარგლებში 132 კრედიტი გაიცა საერთო თანხით 11,8 მილიონი ლარი.

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

17 აგვისტო, 2018

მიმდინარე წლის 20 აგვისტოს დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ქალაქ რუსთავში კერძოდ, VII, VIIა, VIIბ, VIII მიკრორაიონებს, ლომოურის ქუჩას, ლომოურის გასავლელს, შარტავას გამზირის №4-ს, მელიქიშვილის I და VII გასავლელებს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ...