სილქ როუდ ჯგუფმა წინანდლის ფესტივალის მუსიკალურად დირექტორად ჯანანდრეა ნოზედა მოიწვია

სილქ როუდ ჯგუფმა წინანდლის ფესტივალის მუსიკალურად დირექტორად ჯანანდრეა ნოზედა მოიწვია

შვეიცარიაში, საკურორტო ქალაქ ვერბიეში წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის პრეზენტაცია მოეწყო, სადაც გაცხადდა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დირიჟორი, მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა, წინანდლის ფესტივალის მუსიკალური დირექტორი იქნება. აქვე, ვერბიეში, ხელი მოეწერა შესაბამის ხელშეკრულებას მაესტრო ნოზედას და წინანდლის ფესტივალის დამაარსებლებს შორის.

2019 წლის სექტემბრიდან წინანდლის ფესტივალი, ახალაზრდული ორკესტრი (რომელიც წელიწადში ერთხელ შეიკრიბება) და ფესტივალის ფარგლებში დაარსებული მუსიკალური აკადემია წინანდლის ისტორიულ მამულებში დაიდებს ბინას.

ჯიანანდრიანო ნოზედა - "ჩემს არჩევანში ყოველთვის ვხელმძღვანელობდი იმ რწმენით, რომ მუსიკას ნამდვილად ძალუძს გააერთიანოს სრულიად განსხვავებული წარმომავლობის, პოლიტიკური თუ რელიგიური მრწამსის ან სოციალური სტატუსის ადამიანები. ამიტომაც, დიდი ენთუზიაზმით დავთანხმდი, როდესაც წინანდლის ფესტივალის მუსიკალურ დირექტორად მიმიწვიეს, იმ იმედით, რომ შევძლოთ კავკასიის რეგიონში ნიჭიერი მუსიკოსების ახალი თაობის გაზრდა კავკასიის ახალგაზრდული ორკესტრის შესაქმნელად. 

დარწმუნებული ვარ რომ, ახალაზრდების ერთგულება, ჩართულობა და საერთო ფასეულობების გაზიარება დაეხმარება მათ მაღალი შემოქმედებითი ხარისხის და ხელოვნების სათანადო დონის მიღწევაში და შეგვაძლებინებს - ყველას ერთად - წვლილი შევიტანოთ ურთიერთპატივისცემაზე, ტოლერანტობაზე და ჰუმანურობაზე დაფუძნებული უკეთესი საზოგადოების შექმნაში.

იტალიელი ჯანანდრეა ნოზედა, დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დირიჟორი, 2016 წლიდან არის აშშ-ს ნაციონალური სიმფონიური ორკესტრის მუსიკალური დირექტორი, ასევე ლონდონის სიმფონიური ორკესტრის და ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის მთავარი მოწვეული დირიჟორი, მუსიკალურ წრეებში კარგად ცნობილი კატალონიის კამერული ორკესტრის, კადეკესის ორკესტრის (Orquestra de Cadaqués), მთავარი დირიჟორი და იტალიური სტრესას ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი. 2007-2018 წლებში ნოზედა იყო ტურინის სამეფო თეატრის მუსიკალური დირექტორი. 2021 წლიდან ჯანანდრეა ნოზედა დაიკავებს ასევე ციურიხის ოპერის მუსიკალური დირექტორის პოსტს. 

წინანდლის ფესტივალი დაარსდა საქართველოს მთავრობის და კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ წარმატებული თანამშრომლობის შედეგად. ფესტივალის დამაარსებლები არიან: მარტინ ენგსტროემი, ვერბიეს ფესტივალის დამუძნებელი, ავი შოშანი, ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის გენერალური დირექტორი და სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებლები გიორგი რამიშვილი, ალექსი თოფურია და დევიდ ბორგერი. ფესტივალის გენერალური დირექტორია დავით საყვარელიძე.

"ჩვენ მზად ვართ შევიტანოთ ჩვენი წვლილი რეგიონში ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსების ნათელი და მშვიდობიანი მომავლის უზრუნველსაყოფად. პირველივე დღიდან, როდესაც კომპანია "სილქ როუდ ჯგუფმა" წინანდლის პროექტი წამოიწყო, ჩვენი ხედვა იყო საქართველოში წარმატებული და მდგრადი კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრის ჩამოყალიბება. ჩვენი პარტნიორიც, ერკინ ტატიშევიც იმთავითვე ამ ფასეულობების გაზიარებით შემოუერთდა პროექტს. არ შეიძლება მუსიკის ენის მნიშვნელობა სათანადოდ არ შეაფასო, რადგან მუსიკა მშვიდობის, კეთილდღეობის და კავკასიის ხალხთა შორის კულტურული და ეკონომიკური კავშირების განმტკიცების ყველაზე ძლიერი ელჩია - გიორგი რამიშვილი, „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი.

წინანდლის მამულები 1690 წლიდან ჭავჭავაძეების ოჯახის საკუთრება იყო. ისტორიული კომპლექსის რეაბილიტაცია „სილქ როუდ ჯგუფმა“ 2007 წლიდან დაიწყო. წინანდლის პროექტის პროგრამის მიზანია წინანდლის მამულები საერთაშორისო მნიშვნელობის საგანმანათლებლო, კულტურულ და ტურისტულ ცენტრად ჩამოყალიბდეს. 

”შარშან წინანდალის ახალ ამფითეატრში ჩატარდა ისრაეილის ფილარმონიული ორკესტრის და ხატია ბუნიათიშვილის კონცერტი დიდი მაესტრო ზუბინ მეტას დირიჟორობით. ეს კონცერტი მივუძღვენით წინანდლის ფესტივალის დაარსებას და ის ქართველ კლასიკური მუსიკის მოყვარულთათვის დიდ დღესასწაულად იქცა. დღეს, როდესაც ხელი მოეწერა ხელშეკრულებას მაესტრო ნოზედასთან, ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამგვარ დღესასწაულებს ქართველ მსმენელს წინანდალში კიდევ არერთხელ მოვუწყობთ“. - დავით საყვარელიძე

შემოდგომაზე წინანდლის მამულებს შეემატება ახალი უმაღლესი კლასის სასტუმრო „რადისონ ქოლექშნ წინანდალი“ და კიდევ ერთი, ამჯერად დახურული, საკონცერტო დარბაზი. პროექტის შემდეგი ეტაპი იქნება სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე კერძო ვილების მშენებლობა. განახლებულ წინანდლის კომპლექსში ნატიფად და ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს ძველი და თანამედროვე არქიტექტურული სტილები, რაც განთქმული გერმანელი სამრეწველო დიზაინერის ინგო მაურერის და ცნობილი ქართველი დიზაინერის თამარ კვესიტაძის დამსახურებაა. ეს ყველაფერი, 1000 და 500-ადგილიან საკონცერტო დარბაზებთან, უახლესი ტექნოლოგიის ღვინის ქარხანასთან, განახლებულ ვენახებთან და რეაბილიტირებულ ისტორიულ კომპლექსთან ერთად წინანდალში უნიკალურ, ჰარმონიულ გარემოს შექმნის როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის.
 

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

17 აგვისტო, 2018

მიმდინარე წლის 20 აგვისტოს დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ქალაქ რუსთავში კერძოდ, VII, VIIა, VIIბ, VIII მიკრორაიონებს, ლომოურის ქუჩას, ლომოურის გასავლელს, შარტავას გამზირის №4-ს, მელიქიშვილის I და VII გასავლელებს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ...