"Check in Georgia"-ს ფარგლებში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი BATUMI MusicFest გაიმართება

"Check in Georgia"-ს ფარგლებში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი BATUMI MusicFest გაიმართება

პროექტ "Check in Georgia"-ს ფარგლებში 2-12 სექტემბერს, ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი "ლირა" ბათუმში რიგით მეექვსე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი BATUMI MusicFest გაიმართება. ფესტივალი UNESCO-ს პატრონაჟით ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ქართველი პიანისტის, UNESCO-ს არტისტის, ელისო ბოლქვაძის მოწვევით, ბათუმს მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები ესტუმრებიან.

10 დღის განმავლობაში ზღვისპირა ქალაქს მოეფინება კლასიკური მუსიკის ჰანგები. დაარსების დღიდან ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ახალგაზრდა ქართველი ტალანტების ხელშეწყობაა. საქართველოს რეგიონის ყველა კუთხიდან მუსიკოსებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. გამორჩეულები კი მიწვეულნი არიან საზღვარგარეთ საერთაშორისო პროგრამებში და კონცერტებში მონაწილეობის მისაღებად.

ბათუმის ფესტივალი ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა, რომელმაც წელს მეორეჯერ მოიპოვა UNESCO-ს მაღალი პატრონაჟი.

ტურიზმის ადმინისტრაცია, ქართული კულინარიის განვითარებისთვის არაერთ ღონისძიებას ჩაატარებს

ტურიზმის ადმინისტრაცია, ქართული კულინარიის განვითარებისთვის არაერთ ღონისძიებას ჩაატარებს

17 აგვისტო, 2018

საქართველოში გასტრონომიული ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი პროექტი წამოიწყო, რომელიც ყოველწლიური გახდება და ფესტივალის სახეს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია...